საბავშვო პოეტი, ცისანა ბებრიშვილი პატარებისთვის გამოცანებსაც ქმნის. ამჯერად გვთავაზობს გამოცანებს ცხოველთა და ფრინველთა ნაშიერების შესახებ.
ანა-ბანა, ანა-ბანა, გამოიცან გამოცანა!
1. ვეფხვის შვილი ბოკვერია –
ამას ვიცი, იტყვი.
მაგრამ სპილოს შვილს რა ჰქვია,
ეს თუ იცი? – ს - - - - - -
ყვავი არის დედა მისი,
სახელად ბ - - - - - ჰქვია,
არ გეგონოთ შვილი სხვისი.
დათვისა კი – ბელი.
რას ვუწოდებთ, სანამ დიდი
გაიზრდება მგელი?
ბექა, გიორგი, მედიკო
და ყველას გააგებინოთ,
ვინ არის ნუკრის დედიკო?
ალბათ, იცნობთ, მას ხ - - ჰქვია,
მაგრამ, ზოგჯერ, მოფერებით
ბ - - - - - - - ც ეძახიან .
დამიმალეს, არ თქვეს...
შენ თუ მეტყვი, არწივის შვილს
რა დაარქვეს? – მ - - - - -
– მისი სახელია კ - - - -
ცხენისა კი – კვიცი,
მაგრამ თხის შვილს რა დაარქვეს,
ეს კი აღარ ვიცი...
თემო, ნანა, გია!
თუ დედიკო აქლემი მყავს,
მაშინ მე რა მქვია?
გაგიგია თუკი,
გაგვიმხილე, რა დაარქვეს –
ჭუჭული, თუ ჭ - - - ?
სწორი პასუხებია: 1. სპლიყვი 2. ბახალა 3. ლეკვი 4. შველი 5. ხბო და ბოჩოლა 6. მართვე 7. კვიცი 8. თიკანი 9. ჭუკი 10. კოზაკი
გამოსაცნობ სიტყვებში მოცემული პირველი ასოები და წყვეტილი ხაზების რაოდენობა, რაც ამ სიტყვებში ასოთა რაოდენობის ტოლია.