„მამები კითხულობენ ზღაპარს“ - ასე ჰქვია პროექტს, რომელიც სურამის საბავშვო ბაღში ხორციელდება.
ამჯერად, საბავშო ბაღს ერთ-ერთი აღსაზრდელის მშობელი, მამა ნიკოლოზი, ესტუმრა და პატარებს იაკობ გოგებაშვილის მოთხრობა, „სირცხვილი აიცილა“ წაუკითხა. როგორც საბავშვო ბაღი იტყობინება, ბავშვებმა ყურადღებით მოუსმინეს მოძღვარს და გაიგეს, რომ სინდისის დამშვიდება დანაშაულის აღიარებით არის შესაძლებელი.