დღის თემა
etaloni.ge
8 რჩევა მასწავლებლებსა და ბაღის აღმზრდელებს
20.01.2023

მასწავლებლებისა და ბაღის აღმზრდელებისთვის, საერთაშორისო ასოციაცია „კივიტას გეორგიკამ“ რჩევები მოამზადა იმ ბავშვების მხარდასაჭერად, რომელთა ერთი ან ორივე მშობელი ემიგრანტია.

რა უნდა გაითვალისწინოს პედაგოგმა ამ კატეგორიის ბავშვების მხარდასაჭერად? 

რჩევები:

1.შეინარჩუნეთ მშობელთან კავშირი შეთანხმებული არხებით - სკაიპი, ვაიბერი, მეილი, ტელეფონი და ა.შ.

2. გააფრთხილეთ საზღვარგარეთ მომუშავე მშობლები შევილებისთვის რაიმე საფრთხის ან რისკის შემცველი სიტუაციის არსებობის შესახებ.

3. იყავი ღია და მგრძნობიარე ბავშვების საჭიროებების მიმართ.

4. დაინტერესდით ბავშვებისა და მათი მეგობრების სურვილებითა და ინტერესებით.

5. დააკვირდით ბავშვების ქცევასა და ფსიქოლოგიურ ცვლილებებს.

6. შესთავაზეთ ემოციური მხარდაჭერა ბავშვს.

7. ჩართეთ ბავშვი აქტივობებში. ხელი შეუწყეთ, მონაწილეობა მიიღოს კლასგარეშე აქტივობებშიც.

8. საჭიროების შემთხვევაში, გადაამისამართეთ ბავშვი შესაფერისი სერვისების მისაღებად.

იხილეთ ასევე:

რა უნდა გაითვალისწინოს საბავშვო ბაღის აღმზრდელმა ჯგუფში წიგნის კითხვისას

ბავშვის ინდივიდუალური თავისებურებები, რომელთა შესახებაც ბაღის აღმზრდელებმა დაკვირვება უნდა აწარმოონ

 

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი