სააღმზრდელო პროცესის განახლების პარალელურად, თბილისის საბავშვო ბაღებში ინტენსიური მონიტორინგი დაიწყო - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო ავრცელებს.
როგორც სააგენტო იტყობინება, ამჯერად, მონიტორინგის განყოფილებამ დიდუბისა და საბურთალოს რაიონების ბაღები შეამოწმა.
„დეტალურად შეამოწმეს სამზარეულოები, საკვები პროდუქტების საწყობები, საკვების მომზადების პროცესი, სააღმზრდელო ჯგუფებში სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა, ასევე, ბავშვთა აღრიცხვიანობა და საქმის წარმოების დოკუმენტაცია.
თბილისში, ამჟამად, 187 საბავშვო ბაღია, სადაც 61 000-მდე აღსაზრდელია რეგისტრირებული. მონიტორინგი კი უწყვეტი პროცესია, რადგან ის მიზნად ისახავს ბავშვთა უსაფრთხოების უზრუნველყოფას“, - ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ასევე:
რა მითითებები მიიღეს საბავშვო ბაღის თანამშრომლებმა ტრენინგებზე
რა ცნობის წარმოდგენა ევალება საბავშვო ბაღის მზარეულს ყოველი წლის დასაწყისში
როგორ ამოვიცნოთ ბავშვებში ჯანსაღი და არაჯანსაღი კვებითი ჩვევები - რეკომენდაციები