დღის თემა
etaloni.ge
რა მითითებები მიიღეს საბავშვო ბაღის თანამშრომლებმა ტრენინგებზე
18.01.2023

ქვეყნის სხვადასხვა მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების, HACCP-ის  მართვის სისტემის დანერგვა დაიწყო - ამის შესახებ ინფორმაციას საბავშვო ბაღების მართვის სააგენტოები ავრცელებენ.

პროგრამის ფარგლებში, რიგ მუნიციპალიტეტებში დაიბეჭდა სამოქმედო გეგმის დანერგვის და ინსპექტირებისათვის შესავსები ფორმები და ჟურნალები, წინასწარ შემუშავებული სპეციალური კითხვარის გამოყენებით განხორციელდა კომპლექსური ანალიტიკური კვლევა.

სურსათის უვნებლობის სისტემის არსებული პრაქტიკისა და HACCP-ის სისტემის მოთხოვნებს შორის სხვაობის დადგენის მიზნით, მაქსიმალურად სრულყოფილი ინფორმაციის მისაღებად, შეისწავლეს საბავშვო ბაღებში არსებული დოკუმენტაცია და გამოიყენეს პერსონალთან ინტერვიუს მეთოდი. საბავშვო ბაღებისა და ბაგა-ბაღების თანამშრომელთათვის HACCP-ის სტანდარტებისა და სურსათის უვნებლობის საკითხებზე ტრეინინგები ჩატარდა. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების თანამშრომლებს მიეცათ მითითება, რომ ახალი წლიდან მეტი ყურადღება მიექცეს სააღმზრდელო პროცესს, კვებას და სანიტარულ-ჰიგიენურ მდგომარეობას. 

HACCP დღეისათვის სურსათის უვნებლობის მართვის აღიარებული, ყველაზე გავრცელებული და ეფექტური სისტემა მსოფლიოში.

კომერციულ სამზარეულოში კვების არასათანადო უსაფრთხოებამ შესაძლოა გამოიწვიოს პროდუქტების დაზიანება ან ჯვარედინი დაბინძურება. სურსათის უვნებლობის მართვის სისტემა გულისხმობს მითითებების დაცვას, რომელიც წინასწარ არის გაწერილი, ასევე ხელების რეგულარულად დაბანის და ტექნიკის სისუფთავის შენარჩუნებას. HACCP გეგმის შემუშავება დაეხმარება დაწესებულებებს განსაზღვროს და აღმოფხვრას საფრთხეები არსებობის შემთხვევაში დროულად, სანამ ის მიაღწევს მომხმარებლამდე. მისი პრინციპის გათვალისწინება და სამზარეულოში საკვების უსაფრთხოების მენეჯმენტი საშუალებას იძლევა, კვებითმა დაწესებულებამ უსაფრთხოდ შეინარჩუნოს როგორც საკვები, ისე მისი მომხმარებლები.

იხილეთ ასევე:

როგორი გარემო უნდა დახვდეს მონიტორინგს საბავშვო ბაღში, რომ ხარვეზი არ დააფიქსირონ

„როდესაც ბავშვი ჭამს, ამ დროს შეიძლება აღმზრდელს შიმშილისგან გული მისდიოდეს“ - რეალობა საბავშვო ბაღებში

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი