დღის თემა
etaloni.ge
ყველას, ვინც ბავშვებთან მუშაობს, უნდა ჰქონდეს პროფესიული განვითარების ინდივიდუალური გეგმა - რა ევალებათ აღმზრდელებს და ბაღის ხელმძღვანელებს
18.01.2023

იმისათვის, რომ ბაღს მაღალკვალიფიციური პერსონალი ემსახურებოდეს, დამსაქმებელი მუდმივად უნდა უზრუნველყოფდეს აღმზრდელებისათვის კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობას - აღნიშნულია ბაგა ბაღის აღმზრდელ-პედაგოგის სახელმძღვანელოში, რომელიც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ პროფესიულ კვალიფიკაციათა ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებშია შექმნილი.

აღნიშნული სახელმძღვანელოს მიხედვით, ბაგა-ბაღების უნდა ჰქონდეთ შიდა წყაროები და მექანიზმები სპეციალისტების რეგულარული და უწყვეტი პროფესიული განვითარების უზრუნველსაყოფად. პროგრამის ადმინისტრატორები ხელს უნდა უწყობდნენ თანამშრომლების პროფესიულ განვითარებას, დაგეგმვას და შესაბამის რესურსებს გარე დახმარების მისაღებად.

თითოეულ სპეციალისტს და ყველა პერსონალს, რომელიც უშუალოდ ბავშვებთან მუშაობს, უნდა ჰქონდეს პროფესიული განვითარების ინდივიდუალური გეგმა. პროფესიული განვითარების ინდივიდუალური გეგმა თითოეული თანამშრომლის საჭიროებებს და ძლიერ მხარეებს უნდა ეფუძნებოდეს. ეს საჭიროებები და ძლიერი მხარეები თვით-რეფლექსიის და სუპერვაიზორის უკუკავშირის შედეგად უნდა განისაზღვრებოდეს.

რაც შეეხება ტრენინგებს, ის უნდა უნდა მოიცავდეს ცოდნისა და პროფესიული უნარების გაღრმავებას შემდეგ სფეროებში: სასწავლო გეგმა, ბავშვის განვითარება, სპეციალური საჭიროებები, მეთოდოლოგია, პროგრამების შეფასება, ოთახის გარემო, პრაქტიკა და ბავშვის პროგრესი, ქცევის მართვა და პოზიტიური გაძღოლა, გუნდური მუშაობა, კვების დეფიციტი და მისი გავლენა, ახალი ინფორმაცია წიგნიერების, მათემატიკური აზროვნების სოციალური უნარების, ხელოვნების და ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირების შესახებ.

იხილეთ ასევე:

საბავშვო ბაღის აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული განათლებისა და თვითგანვითარების მეთოდები

რით უნდა ჩაანაცვლოს საბავშვო ბაღის პედაგოგმა სასკოლო გაკვეთილებს მიმსგავსებული აქტივობები - ადრეული განათლების 5 მახასიათებელი

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი