„სკოლმდელი განათლების ცენტრებში მასწავლებლის თანაშემწის ფუნქციას ჯგუფში ასრულებენ მშობლები. ეს ნიშნავს, რომ ყოველი ბავშვის ერთ-ერთ მშობელს ან ოჯახის ნებისმიერ წევრს, თვეში ერთხელ უწევს მორიგეობა. ამ გზით ხდება მშობლების ჩართვა ჯგუფის ყოველდღიურ ცხოვრებაში და მათი გათვითცნობიერება ბავშვების ფსიქოლოგიასა და პედაგოგიკის საკითხებში“, - წერია პუბლიკაციაში „ბასკო უმცროსებს“ , რომელიც საქართველოში სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობის ზრდისა და მისი ხარისხის გაუმჯობესების მხარდაჭერის ფარგლებში 3-5 წლის ბავშვებისთვის შეიქმნა.
მშობლებთან თანამშრომლობა
მშობელთა ჩართულობას სკოლამდელი დაწესებულების მუშაობაში უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს. მშობლებთან მჭიდრო თანამშრომლობის გარეშე სასურველი შედეგის მიღწევა შეუძლებელია. მასწავლებელს შეუძლია მიმართოს მშობელთა ჩართვის სხვადასხვა გზებსა და ფორმებს:
გარდა ამისა, მშობლებთან კომუნიკაციის სხვადასხვა ფორმებიც არსებობს:
საბავშვო ბაღში უნდა იყოს საინფორმაციო დაფა, რომელიც მოთავსებულია ჯგუფის შესასვლელში. აქ გამოფენილი უნდა იყოს ბავშვების ნამუშევრები, სამუშაო პროცესის ამსახველი ფოტოები. ამავე დაფაზე მასწავლებელი მშობლებს გააცნობს კვირის თემას, გამოაქვეყნებს სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ ჩანაწერებს;
აღმზრდელ-პედაგოგს ყოველდღიური კომუნიკაცია უნდა ჰქონდეს თითოეულ მშობელთან, რა დროსაც ის ინდივიდუალურად ბავშვის წარმატებებზე და მიღწევებზე მოუყვება. ასევე - უნდა გამართოს ყოველკვირეული შეხვედრები სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ თემების განსახილველად.
ამის გარდა, სასურველია, საბავშვო ბაღის აღმზრდელმა განახორციელოს სატელეფონო ზარი, ან ტექსტური შეტყობინება მშობლისთვის პოზიტიური მესიჯის გადასაცემად.
საბავშვო ბაღში უნდა იყოს საფოსტო ყუთი, რომელიც ჯგუფის შესასვლელში მოთავსდება და ასევე, ინდივიდუალურად იქნება განკუთვნილი მცირე ზომის ყუთი თითოეული ოჯახისთვის, სადაც მოთავსებული იქნება მშობლებისთვის განკუთვნილი წერილი მათი შვილის წარმატებების ამსახველი ტექსტით.
ასევე, შეგიძლიათ დადგათ წინადადებების ყუთი, რომელიც კარგი საშუალებაა მშობლების იდეების, შენიშვნებისა და წინადადებების შესაგროვებლად. ყუთი უნდა განთავსდეს ჯგუფის შესასვლელში, თვალსაჩინო ადგილას. მშობლების წერილობითი მესიჯები შეიძლება ანონიმურიც იყოს.
იხილეთ ასევე:
„რომ გვინდა, გავარკვიოთ, სახლში რა ხდება, სახლობანას ვეთამაშებით ბავშვს და ყველაფერი ვიცით“
როგორ უნდა იზრუნოს საბავშვო ბაღის აღმზრდელმა მშობლის განათლებაზე