დღის თემა
etaloni.ge
სოფლები, სადაც სკოლამდელი დაწესებულება პირველად ამოქმედდა - ამ ბაღებში კი ჭერი და იატაკი გამოცვალეს
17.01.2023

„გარემონტდა საძინებელი ოთახები, გამოიცვალა ფანჯრები, HACCP-ის სტანდარტებთან შესაბამისობაში იქნა მოყვანილი საბავშვო ბაღების სამზარეულო ოთახი და აღჭურვილობა, საბავშვო ბაღების შენობის ჭერსა და დერეფანს  ჩუტარდა რეაბილიტაცია, გამოიცვალა იატაკი“, - იტყობინება ზუგდიდის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრი მუნიციპალიტეტის ორი სოფლის საბავშვო ბაღის შესახებ. სოფლების, ყულიშკარისა და ჩხორიას აღსაზრდელებს რეაბილიტირებული ბაღები საშობაო არდადეგების შემდეგ, 16 იანვარს დაახვედრეს.  

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ძველ ქანდასა და ვაზიანში კი ახალი საბავშვო ბაღები გაიხსნა. როგორც მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს. ორივე შენობა ადაპტირებულია შშმ პირთათვის, ასევე, აღჭურვილია შესაბამისი ინვენტარით.

აღსანიშნავია, რომ ძველ ქანდასა და ვაზიანში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები ამ დრომდე არ არსებობდა. 16 იანვარს კი პატარებმა უსაფრთხო და კომფორტულ გარემოში დაიწყეს სიარული.

იხილეთ ასევე:

ბაღის თანამშრომელთა ხელფასები ეროვნულ საშუალო თვიურ ხელფასს 2030 წელს გაუთანაბრდება - მთავრობის გეგმა

მთავრობამ საბავშვო ბაღებისთვის 100 მილიონი ლარი გამოყო

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი