დღის თემა
etaloni.ge
როგორ ამოვიცნოთ ბავშვებში ჯანსაღი და არაჯანსაღი კვებითი ჩვევები - რეკომენდაციები
16.01.2023

ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგი მარიამ შოვნაძე კვებითი ქცევის შესახებ რეკომენდაციებს გვიზიარებს. მისი აზრით, კვებითი ქცევა ჯერ კიდევ მუცლადყოფნის პერიოდიდან ყალიბდება და მასზე გავლენას მრავალი ფაქტორი ახდენს.

მარიამ შოვნაძე დეტალურად თვლის, რომელია ჯანსაღი და რომელი არაჯანსაღი კვებითი ჩვევა.

არაჯანსაღი ჩვევები:

  • საუზმის გამოტოვება;
  • არარეგულარული კვება;
  • დეფიციტური და არათანმიმდევრული კვება;
  • სწრაფი და ავტომატური კვება;
  • სრულყოფილი კვების ნაცვლად სუსნაობა;
  • კვება ფიზიოლოგიური შიმშილის არ არსებობის მიუხედავად;
  • ემოციური კვება;
  • გადაჭარბებული კვება;
  • ტელევიზორის ან ტელეფონის ყურების პროცესში კვება;
  • შაქრის, ცხიმის,მარილის შემცველი საკვებისა და გაზიანი სასმელების გადაჭარბებული მიღება;

ჯანსაღი ჩვევები:

  • საუზმის მირთმევა;
  • რეგულარული, თანმიმდევრული კვება;
  • ფიზიოლოგიური შიმშილის მიხედვით კვება;
  • ნელი და გაცნობიერებული კვება;
  • ყველა საკვები პროდუქტების ჯგუფის სწორი განაწილება დღის მონაკვეთების მიხედვით;
  • ლანჩ ბოქსის წაღება სკოლაში;
  • მადის შემთხვევაში ემოციების გაცნობიერება;
  • ერთად საუზმობა, სადილობა ან ვახშმობა.

ფსიქოლოგის რეკომენდაციები კვებით ქცევასთან დაკავშირებით:

ჩართეთ ბავშვი საკვები პროდუქტების შერჩევისა და მომზადების პროცესში, ამავდროულად მიაწოდეთ ინფორმაცია თითოეული პროდუქტის შესახებ ასაკობრივად შესაბამისი ფორმით. შედეგად, ბავშვი შეძლებს პროდუქტების შესწავლას და ამავდროულად  გაიზრდება ალბათობაა იმის, რომ მიირთვას ის პროდუქტი, რომელსაც ადრე აპროტესტებდა.

შეეცადეთ, აირჩიოთ სხვადასხვა ფერის, ტექსტურის და გემოვნების ხილი და ბოსტნეული. რაც უფრო მრავალფეროვანია შეთავაზებული პროდუქტები, მით უფრო შესაძლებელია, რომ ბავშვმა შეისწავლოს და ამოარჩიოს მისთვის მისაღები პროდუქტი.

მიირთვით ერთად. კვებითი ქცევა სოციალურ სფეროსაც აერთიანებს, ასე რომ თუ ჯანსაღ პროდუქტებს აირჩევთ და ერთად მიირთმევთ, ხელს შეუწყობთ ბავშვის ჯანსაღი კვებითი ჩვევების ჩამოყალიბებას.

რეკომენდებული არ არის, ბავშვი ტელეფონის ყურების პროცესში მიირთმევდეს. ამ შემთხვევაში კვება არის ავტომატური და ბავშვი ვერ ახდენს მისი ულუფის ზომის ნორმირებას. მნიშვნელოვანია, ბავშვმა დაისწავლოს, როგორ ამოიცნოს როგორც დანაყრების, ასევე ფიზიოლოგიური შიმშილის შეგრძნებები.

თუ ამოიცნობთ, რომ ბავშვს არ შია, მაგრამ გაბრაზების, მოწყენილობის ან დაღლილობისას იწყებს კვებას, ეს მადაა და ნამდვილად საყურადღებოა.

იხილეთ ასევე:

ბავშვები არ „ფუჭდებიან“ ალერსით ან ყურადღებით - როდესაც ბავშვს ჩავიხუტებთ, მისი ტვინი გამოყოფს „კარგად ყოფნის“ ნივთიერებას

„მამას დაავიწყდა“ - სანამ თქვენს შვილებს ასე მოექცევით, წაიკითხეთ

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი