ხუთ წელიწადში ქვეყნის საბავშვო ბაღებში აღმზრდელ-პედაგოგთა, მათ თანაშემწეთა და ინკლუზიური განათლების სპეციალურ პედაგოგთა რიცხვი ჯამში 3 653-ით არის გაზრდილი, - სტატისტიკური პუბლიკაცია, „ბავშვები და მოზარდები საქართველოში 2022“, საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 11 იანვარს გამოაქვეყნა.
ამავე პუბლიკაციის მიხედვით, საქართველოში 2017 წელს 53 293 ბავშვი დაიბადა, 2018 წელს - 51 138, 2019 წელს - 48 296, 2020 წელს - 46 520 და 2021წელს - 45 946.
რაც შეეხება სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულების რაოდენობას, მათი რიცხვი ბოლო 5 წლის განმავლობაში 94 ერთეულით არის გაზრდილი.
2018/2019 სასწავლო წლის დასაწყისისთვის საბავშვო ბაღების რიცხვი 1 574 შეადგენდა, 2019/2020 წლისთვის - 1 621-ს, 2020/2021 წლისთვის - 1 647-ს, 2021/2022 წლისთვის 1 648 იყო, ხოლო 2022/2023 წლის დასაწყისისთვის 1 668 მუნიციპალურმა საბავშვო ბაღმა დაიწყო ფუნქციონირება.
საბავშვო ბაღის აღსაზრდელთა რაოდენობა კი 2018/2019 სასწავლო წლიდან 2022/2023 წლამდე 13 190-ით არის შემცირებული.
2018/2019 სასწავლო წლის დასაწყისში მუნიციპალურ საბავშვო ბაღებში 161 848 აღსაზრდელი ირიცხებოდა, 2019/2020 სასწავლო წელს - 164 605, 2020/2021 სასწავლო წელს -158 062, 2021/2022 სასწავლო წელს - 154 501, 2022/2023 სასწავლო წელს კი ბაღში 148 658 ბავშვი დადის.
აღმზრდელ-პედაგოგის, აღმზრდელის თანაშემწისა და ინკლუზიური განათლების სპეციალური პედაგოგების რიცხვი 2018/2019 სასწავლო წელს 13 338-ს შეადგენდა, 2019/2020 სასწავლო წელს -14 309-ს, 2020/2021 სასწავლო წელს -16 234-ს, 2021/2022 სასწავლო წელს -17 194-ს, მიმდინარე სასწავლო წელს კი მათი რიცხვი 16 991-ია.
იხილეთ ასევე:
203 აღმზრდელ-პედაგოგით ნაკლები და 20-ით მეტი საბავშვო ბაღი - განახლებული სტატისტიკა