საბავშვო ბაღში აქტივობების დაგეგმვისა და ჩატარებისას, მნიშვნელოვანია, მასწავლებელი რეალურად აფასებდეს თითოეული ბავშვის ინტერესებს, შესაძლებლობებს და იცოდეს, რომელი კონკრეტული უნარის განვითარების რა საფეხურზე იმყოფება ბავშვი, ანუ შეძლოს განსაზღვროს თითოეული ბავშვის განვითარების უახლოესი ზონა, - ამის შესახებ 3-5 წლის ბავშვებისთვის შექმნილ პროგრამაში, „ბასკო უნცროსებს“ არის მოთხრობილი.
აღნიშნული პროგრამის მიხედვით, ბავშვის აქტიური და უახლოესი განვითარების ზონის ცოდნა მასწავლებელს საშუალებას აძლევს დაგეგმოს სხვადასხვა ტიპის აქტივობები, შეიტანოს შესაბამისი მასალა და დაეხმაროს ბავშვს შემდეგ ეტაპზე გადასვლაში. აქტივობები შერჩეული უნდა იყოს ინდივიდუალურად, ისე რომ მაქსიმალურად მოხდეს ბავშვს უახლოესი განვითარების ზონის ათვისება;
გარდა ამისა, მასწავლებელი ყოველთვის უნდა ითვალისწინებდეს ბავშვების ინდივიდუალურ თავისებურებებს - რისი კეთება უყვარს, როგორ სწავლობს უკეთესად, ნელია თუ სწრაფი, ვისთან ერთად უყვარს ყოფნა, და ა.შ.
ბავშვის შესახებ ამ ინფორმაციის მოძიებისთვის საუკეთესო საშუალება და მასწავლებლის ძირითადი ინსტრუმენტი ბავშვზე დაკვირვებაა. დაკვირვება არის ყურება და ჩანიშვნა იმისა, თუ რას აკეთებს და ამბობს ბავშვი.
ბავშვების ინდივიდუალური თავისებურებებია:
ბავშვზე დაკვირვების შედეგად მისი ინტერესებისა და განვითარების დონის განსაზღვრა, ხოლო შემდგომ, ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ბავშვისთვის საინტერესო და სახალისო განმავითარებელი გარემოს შექმნა - ეს მეთოდი შეიმუშავა და პრაქტიკაში პირველად გამოიყენა ცნობილმა იტალიელმა პედაგოგმა, მარია მონტესორიმ. მასწავლებელი ქმნის გარემოს, რომელიც შეესაბამება ბავშვის საგანმანათლებლო მოთხოვნილებებს მოცემულ მომენტში, ხოლო ბავშვი თვითონ ირჩევს, რა აინტერესებს, რას გააკეთებს. მასწავლებელი მას მხოლოდ აჩვენებს, როგორ მუშაობს ესა თუ ის სათამაშო, ხელსაწყო, ხოლო შემდგომ ყურადღებით აკვირდება ბავშვის პროგრესს, რომ არ გამოტოვოს მომენტი, როცა ბავშვისთვის უკვე უინტერესო ხდება შეთავაზებული დავალებები და საჭირო ხდება უფრო მაღალ საფეხურზე მისი გადაყვანა, ანუ ახალი, უფრო რთული სათამაშოების და დავალებების შეთავაზება.
იხილეთ ასევე:
ტერმინები, რომელთა განმარტებაც ბაღის აღმზრდელ-პედაგოგებმა უნდა იცოდნენ