დღის თემა
etaloni.ge
გოგონას, რომელმაც თოვლის ბაბუა ჩუსტებით ამოიცნო, საბავშვო ბაღის დირექტორობა უნდა
09.01.2023

ახალი წლის დღეებში სოციალურ ქსელში 5 წლის ქეთა ლომიძის ვიდეო გავრცელდა, სადაც პატარა გოგონამ თოვლის ბაბუა ჩუსტებით იცნო.

„ვერ იცანით? მერაბია, ჩუსტებით ვიცანი“, - ამბობს ქეთა ვიდეოში, რომელიც ოჯახის წევრებმა მაშინ გადაუღეს, როცა თოვლის ბაბუა ესტუმრათ.

ოჯახის წევრებს გაუჭირდათ, დაერწმუნებინათ ქეთა, რომ მასთან საჩუქრების გადასაცემად მისული ადამიანი, ნამდვილად თოვლის ბაბუა იყო.

ქეთა ქუთაისში ცხოვრობს და საბავშვო ბაღში დადის. უყვარს ცეკვა, სიმღერა და ჭადრაკი. ოცნებობს, რომ საბავშვო ბაღის დირექტორი გამოვიდეს.

„თოვლის ბაბუ კი არა, ჩემი ბაბუა იყო, ჩუსტებით ვიცანი. თოვლის ბაბუმ საჩუქრები ჩემს ბაბუას გამოატანა. თოვლის ბაბუა ბაღდათიდან ჩამოვიდა, რომ საჩუქრები ბაბუსთვის მიეტანა. ისე ლამაზად კი იყო გამოწყობილი, ქუდი ეხურა, სათვალე ეკეთა, წვერები ჰქონდა. კასტიუმიც კი ეცვა, მარა ფეხსაცმელი არ ეცვა, დაავიწყდა“, - ამბობს პატარა გოგონა „პალიტრავიდეოსთან“.

იხილეთ ასევე:

ახალციხელ ბიჭს, რომელიც საბავშვო ბაღში გამართულ საშემოდგომო ზეიმზე ხაჭაპურს მიეპარა, კაცური საჭმელები უყვარს

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი