დღის თემა
etaloni.ge
საკანონმდებლო აქტები, რომლის ცოდნაც საბავშვო ბაღების მუსიკისა და ცეკვის პედაგოგებს ევალებათ
09.01.2023

რა ფუნქციები აკისრიათ საბავშვო ბაღების ცეკვისა და მუსიკის პედაგოგებს და რის ცოდნა ევალებათ, ამის შესახებ დეტალები  თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მიერ შემუშავებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებშია გაწერილი.

საბავშვო ბაღის მუსიკის პედაგოგის ფუნქციაა, უზრუნველყოს აღსაზრდელების მუსიკალური აღზრდა, ასწავლოს მათ სიმღერები, მუსიკალური თამაშები, ცეკვა, როლების შერჩევისას გაითვალისწინოს ბავშვის ინტერესები და უზრუნველყოს არადისკრიმინაციულ მიდგომა. ასევე, კონსულტაცია უნდა გაუწიოს აღსაზრდელის მშობელს ბავშვის მუსიკალური აღზრდის საკითხზე.

მუსიკის პედაგოგის მიღებული უნდა ჰქონდეს პროფესიული მუსიკალური განთლება და იცოდეს საკანონმდებლო აქტები. მათ შორის:

  • საქართველოს კონსტიტუცია (1,2 თავი);
  • საქართველოს კანონი - „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“;
  • საქართველოს მთავრობის №488 დადგენილება ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტი;
  • საქართველოს მთავრობის №437 დადგენილება - „ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების დამტკიცების თაობაზე“;
  • ქ.თბილისის მთავრობის დადგენილება N13-52 „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პერსონალისთვის სამსახურეობრივი ინსტრუქციების, ქცევის და ეთიკის ნორმების დამტკიცების შესახებ“;
  • გაეროს ,,ბავშვთა უფლებათა კონვენცია“.

რაც შეეხება საბავშვო ბაღის ცეკვის პედაგოს, მის ფუნქციებში შედის, განავითაროს ბავშვის შემოქმედებითი უნარები, უზრუნველყოს ბავშვების მიმართ არადისკრიმინაციული მიდგომას, უზრუნველყოს ბავშვებისათვის საბავშვო ცეკვების სწავლება.

ცეკვის მასწავლებელს მიღებული უნდა ჰქონდეს მინიმალური      პროფესიული განთლება და შესაბამის სფეროში მუშაობის მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება.

რაც შეეხება საკანონმდებლო აქტებს, ცეკვის მასწავლებელმა უნდა იცოდეს:

  • საქართველოს მთავრობის №437 დაგენილება - „ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების დამტკიცების თაობაზე“;
  • ქ.თბილისის მთავრობის დადგენილება N13-52 „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მოსახურების მიწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდის და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პერსონალისთვის სამსახურეობრივი ინსტრუქციების, ქცევის და ეთიკის ნორმების დამტკიცების შესახებ“;
  • გაეროს ბავშვთა უფლებათა დაცვის კონვენცია.

იხილეთ ასევე:

რა უნდა იცოდეთ, თუ საბავშვო ბაღში სპეცმასწავლებლად დასაქმება გსურთ და რამდენია ანაზღაურება

ვის ევალება საბავშვო ბაღში მეტყველების დარღვევის დროული გამოვლენა

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი