დღის თემა
etaloni.ge
„ვის მივმართო და როგორ მოვიქცე?“ - საბავშვო ბაღის აღსაზრდელის მშობელი დახმარებას ითხოვს
06.01.2023

4 წლის ნიცას დედამ skolamdelebi.ge-ს წერილი გამოუგზავნა. მშობელი თავის პატარა გოგონასთვის სპეცპედაგოგს ითხოვს, თუმცა საბავშვო ბაღი მის დახმარებაზე უარს ამბობს.

„მაინტერესებს კიდევ რა გზას უნდა მივმართო, რომ შშმ პირის აუტისტური სპექტრის მქონე 4 წლის გოგოს დაეხმარონ? ვიცი, რომ შემიძლია დამხმარე მოვითხოვო. ბაღში მოვითხოვე სპეციალისტი განცხადებით, მაგრამ ვერ დააკმაყოფილეს მოთხოვნა. გთხოვთ, მირჩიოთ როგორ მოვიქცე და ვის მივმართო საბავშვო ბაღის გარდა. ვფიქრობ, ბაღს არ სურს კადრის მიღება და ზემდგომებამდე არც მისულა ალბათ ეს ამბავი. ბავშვი არ არის აგრესიული, მაგრამ საჭიროებს ყურადღებას, აუცილებელია მეთვალყურე კვების, საპირფარეშოში თუ ეზოში გასვლის დროს. ვიცი, რომ სხვა ბაღებში არიან მსგავსი დამხმარეები სახელმწიფოს ხელშეწყობით. მე კი უკვე ნახევარი წელია, უშედეგოდ ვითხოვ, რომ ჩემს შვილს სპეცპედაგოგი დაუნიშნონ“, - გვწერს პატარა ნიცას დედა, რომლის შვილიც თბილისის ერთ-ერთ საჯარო საბავშვო ბაღში დადის.

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ თქვენს შვილს სპეცპედაგოგის დახმარება სჭირდება? - ამ კითხვით skolamdelebi.ge-მ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მიმართა.

როგორც სააგენტოში განგვიმარტეს, მშობელმა ამ შემთხვევაში განცხადებით საბავშვო ბაღს კი არა, აღნიშნულ სააგენტოს უნდა მიმართოს.

„საბავშვო ბაღს არ უნდა, რომ ბავშვს დაუნიშნონ სპეცპედაგოგი, ასეთი რამ არ არსებობს. ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში უნდა შემოიტანოს მშობელმა განცხადება და პასუხი აუცილებლად გაეცემა. ეს საკითხი ინდივიდუალურად განიხილება და მიიღება გადაწყვეტილება“.

იხილეთ ასევე:

საბავშვო ბაღების პედაგოგების მიმართ არაადექვატური მოთხოვნებია, დირექტორებს კი ბაღის მართვის უფლება არ აქვთ - ექსპერტის მოსაზრება

ბაღის თანამშრომელთა ხელფასები ეროვნულ საშუალო თვიურ ხელფასს 2030 წელს გაუთანაბრდება - მთავრობის გეგმა

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი