დღის თემა
etaloni.ge
სახლის აშენება პლასტელინის და მაკარონის გამოყენებით
05.01.2023

პატარებთან ერთად შეგიძლიათ ერთი სახალისო აქტივობა განახორციელოთ და „ააშენოთ სახლები“.

ამ აქტივობისთვის, რომელიც საბავშვო ბაღების პედაგოგებისთვის განკუთვნილ აქტივობათა კრებულშია მოცემული, დაგჭირდებათ მხოლოდ ფერადი პლასტელინი, უმი მაკარონი ან სპაგეტი. ორივე მათგანი ამ შემთხვევაში საშენი მასალაა.

აქტივობის მიზანია შემდეგი უნარების განვითარების ხელშეწყობა:

  • აღქმა და ფერების გარჩევა;
  • ვიზუალურ-მოტორული უნარის განვითარება;
  • ნატიფი მოტორული უნარების განვითარება;
  • ყურადღების კონცენტრაციის უნარის განვითარება;
  • შემოქმედებითი უნარების განვითარება;
  • წარმოსახვის უნარი;

აქტივობის აღწერა:

შეეცადეთ პლასტელინის დახმარებით ისე შეაწებოთ მაკარონები ერთმანეთს, რომ ააწყოთ სახლი. შეგიძლიათ, ეს აქტივობა ბავშვებთან ერთად შეასრულოთ და შექმნათ სხვადასხვა ფორმის სახლები. 

„ეს ერთობლივი თამაშის კარგი შესაძლებლობაა. ასევე, თამაშის პროცესში საგნების და ქმედებების სიტყვიერი აღწერა ენის, კომუნიკაციის და მეტყველების განვითარებას შეუწყობს ხელს“, - წერია აქტივობების კრებულში.

იხილეთ ასევე:

როგორ დავამზადოთ „სენსორული ბალიშები“

 4 ეფექტური გზა სკოლამდელი ასაკის ბავშვის გონებრივი განვითარებისთვის

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი