ბაგა ბაღის აღმზრდელ-პედაგოგის სახელმძღვანელოში, რომელიც საქართველოს განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით არის გამოშვებული, ერთ-ერთი ქვეთავი ასეა დასათაურებული - „აღმზრდელების-უფლება მოვალეობები“, თუმცა ძირითადად ბაღის აღმზრდელის მოვალეობებზეა საუბარი, მის უფლებებზე კი არაფერია ნათქვამი.
აღნიშნული სახელმძღვანელოს ამ ქვეთავის მიხედვით:
ბაგა-ბაღის აღმზრდელი უნდა იცნობდეს და პრაქტიკაში იყენებდეს ბავშვის განვითარების თავისებურებებს და განვითარების თეორიებს, ბავშვზე ცენტრირებული, ბავშვის ყოველმხრივი (ჰოლისტური) განვითარების პრინციპებს - კოგნიტური, სოციალურ-ემოციური, ფიზიკური და შემოქმედებითი უნარების მასტიმულირებელ აქტივობებს, ადრეული კომუნიკაციისა და ბავშვის პოზიტიური გაძღოლის პრინციპებს, უნივერსალური დიზაინის პრინციპებს, ბავშვის ძალადობისაგან პრევენციის, ძალადობის ნიშნების აღმოჩენისა და ძალადობისგან დაცვის მექანიზმებს, პირველადი დახმარების მთავარ პრინციპებს.
აღმზრდელი ასევე უნდა იცნობდეს და პრაქტიკაში იყენებდეს ისეთ დოკუმენტებს როგორიცაა: ბავშის უფლებათა დაცვის კონვენცია, მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსი, საქართველოს შრომის კოდექსი, ბაგა-ბაღების მართვის სტრატეგია.
ბაგა-ბაღის აღმზრდელები პრაქტიკაში ზედმიწევნით უნდა იცავდნენ ბავშვზე ცენტრირებული მიდგომების, თანასწორობასა და ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული ურთიერთობების პრინციპებს.
აღმზრდელი საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორთან და სხვა ჩართულ პირებთან რეგულარულად უნდა გეგმავდეს სასწავლო-სააღმზრდელო პროგრამებით გათვალისწინებულ აქტივობებს, ინფორმაციას აწვდიდესს ბაღის ადმინისტრაციას მისთვის საჭირო რესურსებისა და მასლების შესახებ და ზრუნავდეს ამ მასალების დროულად მობილიზებაზე.
აღმზრდელის მოვალეობაა აკვირდებოდეს და აფასებდეს ბავშვების განვითარებას და აქტივობების მათი განვითარების შესაბამისად გეგმავდეს.
აღმზრდელი უნდა ითვალისწინებდეს ჯგუფში არსებულ მრავალფეროვნებას და ამ მრავალფეროვნებას დაგეგმილ აქტივობებში ასახავდეს.
აღმზრდელი, საჭიროების შემთხვევაში, ბავშვის განვითარების ინდივიდუალური გეგმის შექმნის ინიცირებას უნდა ახდენდეს და მულტიდისციპლინური გუნდის აქტიური მონაწილე იყოს. მან უნდა ითანამშრომლოს მშობლებთან და უზრუნველყოს მათი აქტიური ჩართულობა.
აღმზრდელი ასევე უნდა გეგმავდეს და ახორციელებდეს ინდივიდუალურ და ჯგუფურ შეხვედრებს მშობლებთან; დროულად და ინდივიდუალურად უნდა აწვდიდეს მშობელს ინფორმაციას აღსაზრდელის განვითარების შესახებ, ჰქონდეს ყველა მშობლის საკონტაქტო ინფორმაცია, რათა საჭიროების შემთხვევაში, დროულად შეძლოს მშობელთან დაკავშირება.
აღმზრდელი უნდა ახალისებდეს ბავშვებში დამოუკიდებელი კვების, ჯანმრთელობის დაცვის, ჯანსაღი ცხოვრების წესის და ჰიგიენის ჩვევებს.
იხილეთ ასევე: