დღის თემა
etaloni.ge
ოთახის მცენარეები, თევზები აკვარიუმით - როგორ უნდა მოაწყოს აღმზრდელ-პედაგოგმა საბავშვო ბაღის ჯგუფი
28.12.2022

საბავშვო ბაღში ჯგუფის სივრცის მოწყობისას მასწავლებელმა ყურადღება უნდა მიაქციოს, რომ ბავშვების ნამუშევრები კედლებზე ბავშვის თვალის სიმაღლეზე იყოს გამოფენილი, - ამის შესახებ პუბლიკაციაში 3-5 წლის ბავშვებისთვის შექმნილ პუბლიკაციაში, „ბასკო უმცროსებს“, არის მოთხრობილი, რომელიც საქართველოში სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობის ზრდისა და მისი ხარისხის გაუმჯობესების მხარდაჭერის ფარგლებში შეიქმნა.

პუბლიკაციაში ასევე ვკითხულობთ, რომ  მასალები და აღჭურვილობა ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა ბავშვისთვის, მათ შორის, განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვებისთვის.

მასალები დალაგებული უნდა იყოს გარკვეული წესის მიხედვით, ისე, რომ ბავშვებმა იცოდნენ, სად იპოვნიან საჭირო ნივთს. თაროები არ უნდა იყოს გადატვირთული, მათზე უნდა იყოს გრაფიკული ნიშნები იმის საჩვენებლად, თუ სად რა არის მოთავსებული.

მასალები ლოგიკურად უნდა იყოს ორგანიზებული, მაგალითად, ფანქრები და ფლომასტერები - სახატავი ფურცლების გვერდით.

ჯგუფში გამოფენილი უნდა იყოს დასურათებული განრიგი, რათა ბავშვებმა იცოდნენ, რა აქტივობას რა მოსდევს. ჯგუფის შესასვლელში მოთავსებული უნდა იყოს ე.წ. „წასვლა-მოსვლის დაფა“, სადაც ბავშვები აღნიშვნავენ მოსვლას და წასვლას.

სასურველია, ოთახში შექმნილი იყოს სახლის მსგავსი მყუდრო ატმოსფერო, დეკორატიული ნივთებით, ოთახის მცენარეებით, თევზების აკვარიუმით, მაგიდის გადასაფარებლებითა და ლამაზი ბალიშებით.

თითოეულ ბავშვს უნდა ჰქონდეს თავისი ყუთი ან კალათა საკუთარი სახელით ან ფოტოთი - პირადი ნივთების შესანახად. სასურველია ჯგუფში გამოიფინოს ბავშვების ფოტოები თავის  ოჯახებთან ერთად.

ოთახში უნდა იყოს პატარა, წყნარი ადგილები, სადაც შეიძლება ითამაშოს ერთმა ან ორმა ბავშვმა.

ყოველდღიური მორიგეობის სია გაფორმებული უნდა იყოს გრაფიკულად ისე, რომ ბავშვებმა შეძლონ საკუთარი თავისა და მოვალეობების ამოცნობა. ეს შეიძლება იყოს ნახატი, ფოტო, წარწერა...

იხილეთ ასევე:

როგორ უნდა მოიქცეს აღმზრდელ-პედაგოგი საბავშვო ბაღში აქტივობის განხორციელებისას - რეკომენდაციები

რეკომენდაციები საბავშვო ბაღის თითოეული თანამშრომლისთვის

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი