დღის თემა
etaloni.ge
როგორ უნდა მოიქცეს აღმზრდელ-პედაგოგი საბავშვო ბაღში აქტივობის განხორციელებისას - რეკომენდაციები
28.12.2022

„ჰარტის“ პროგრამის მიხედვით, რომელიც წარმოადგენს ხელოვნებაზე დაფუძნებულ მიდგომას და მიზნად ისახავს სერიოზული ან ქრონიკული სტრესის ქვეშ მყოფი ბავშვებისთვის დახმარების გაწევას, რაც მათ ეხმარება გაუმკლავდნენ სტრესს,  ისწავლონ და განვითარდნენ კრეატიულად და გართობით, აღმზრდელ-პედაგოგებისთვის კონკრეტული რჩევებია გასათვალისწინებელი აქტივობის განხორციელებისას.

ხატვა, ფერწერა, სიმღერა, ცეკვა, მუსიკალური ინსტრუმენტებზე დაკვრა, სამსახიობო ოსტატობა, ძერწვა, მოდელირება - ამ აქტივობების განხორციელებისას აღმზრდელ-პედაგოგმა უნდა გაითვალისწინოს შემდეგი სახის რეკომენდაციები:

  • მითებების მიცემისას, ისაუბრეთ ნელა და გარკვევით.

  • წარმოადგინეთ ინფორმაცია ვიზუალურად და ვერბალურად.

  • დაყავით მითითებები პატარა საფეხურებად.

  • ილაპარაკეთ უფრო მარტივად და მოკლედ - არ გამოიყენოთ გაურკვეველი და აბსტრაქტული ტერმინები.

  • სთხოვეთ ბავშვს, რომ შეაჯამოს თქვენს მიერ მიცემული მითითებები.

  • სთხოვეთ ბავშვებს, რომ ერთმანეთს ხელახლა აუხსნან მითითებები.

  • მიეცით ბავშვებს დამატებითი დრო აქტივობების დასასრულებლად.

  • წაახალისეთ მოსწავლეები, რომ დაეხმარონ ერთმანეთს.

  • ლაპარაკის დროს გამოიყენეთ ვიზუალური მინიშნებები, როგორიცაა სურათები ან ჟესტები.

  • კეთების პროცესში ახსენით, რას აკეთებთ თქვენ ან ბავშვი.

  • წაახალისეთ პრაქტიკული გამოცდილება: შეხება, დაჭერა და შესწავლა.

  • პირველ რიგში, ჰკითხეთ ბავშვს, თუ სჭირდება დახმარება; ნუ ივარაუდებთ, რომ მას სჭირდება ან სურს დახმარება.

  • წაახალისეთ ბავშვი, რომ განიშნოთ თუ ვერ გაიგებს იმას, რასაც ეუბნებით, აჩვენებთ ან რის გაკეთებასაც თხოვთ.

  • თუ ბავშვი ვერ იგებს რას ეუბნებით, სცადეთ მისი პერეფრაზირება, ვიდრე გამეორება.

  • აჩვენეთ მაგალითები მითითებების მიცემისას.

  • თუ ბავშვმა უნდა აირჩიოს საგანი, ცხოველი ან ფერი და მისთვის ეს ამოცანა ძალიან რთულია, შესთავაზეთ მას რამდენიმე ვარიანტი. თუ ბავშვმა უნდა აირჩიოს ცხოველი, მისაბაძად, აჩვენეთ მას 5-6 ცხოველის გამოსახულება და ის შეარჩევს იმ ცხოველს, რომელსაც ყველაზე კარგად იცნობს.

  • ცვალეთ სარელაქსაციო აქტივობები უკმაყოფილების შემცირების მიზნით.

იხილეთ ასევე:

რას მოიცავს თანამედროვე მეთოდოლოგია, რომლითაც საბავშვო ბაღების აღმზრდელ-პედაგოგების გადამზადება მიმდინარეობს

რა შემთხვევაში აღარ ექნება საბავშვო ბაღს საქმიანობის უფლება - პრეზიდენტის ბრძანება

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი