განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაციის პროცესის განხორციელების უზრუნველსაყოფად შექმნილი საკოორდინაციო ჯგუფის შემაჯამებელი სხდომა გამართა.
პროცესში ჩართულები არიან და შეხვედრას ესწრებოდნენ განათლების, ეკონომიკის, ჯანმრთელობის დაცვის სამინისტოროების და ასევე, სურსათის ეროვნული სააგენტოს, სსიპ-მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის, სსიპ-განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის, I2Q მსოფლიო ბანკის პროექტის, კერძო ბაღების ასოციაციის, კივიტას გეორგიკას წარმომადგენლები და ექსპერტები სანიტარია-ჰიგიენის, კვებისა და ინფრასტრუქტურის მიმართულებით.
როგორც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი იტყობინება, ჯგუფის სხდომაზე განიხილეს ტექნიკურ რეგულაციებთან დაწესებულების შესაბამისობის შეფასების ინსტრუმენტები, ავტორიზაციის ექსპერტთა შერჩევის, საქმიანობის და ექსპერტთა კორპუსის წევრობის შეწყვეტის წესის პროექტი, საკოორდინაციო ჯგუფის წევრების მიერ გამოთქმული მოსაზრებები და კომენტარები კი ასახული იქნა შესაბამის დოკუმენტებში.
იხილეთ ასევე:
რა შემთხვევაში აღარ ექნება საბავშვო ბაღს საქმიანობის უფლება - პრეზიდენტის ბრძანება