დღის თემა
etaloni.ge
მრავალშვილიანი ოჯახები 1 000 ლარს მიიღებენ, ბავშვების დახმარება კი 200 ლარი გახდება
27.12.2022

სოციალურად დაუცველი ბავშვების ყოველთვიური დახმარება 200 ლარი გახდება, - ამის შესახებ პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 27 დეკემბერს, მთავრობის მუშაობის 2022 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

„შეძლებისდაგვარად გავზარდეთ სოციალურად დაუცველ ბავშვთა დახმარება. 2012 წელს ეს დახმარება იყო ნული, არავითარი დახმარება არ მიეცემოდა სოციალურად დაუცველ ბავშვებს. ჩვენ ეს დახმარება ჯერ დავიწყეთ 50 ლარით რამდენიმე წლის წინ, თუ არ ვცდები 2 წლის წინ, შემდეგ გახდა 100 ლარი, წელს - 150 ლარი და გაისად იქნება 200 ლარი. თითოეულ ბავშვზე ჩვენ გავცემთ 200 ლარს და ეს პროექტი ბიუჯეტს დაუჯდება 465 მილიონი ლარი, ჯამში 232 ათასი ბავშვი მიიღებს ამ ყოველთვიურ, 200 ლარიან დახმარებას“, - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მთავრობის მეთაურმა მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებაც დაანონსა. მისი თქმით, 2023 წლიდან ყოველ მესამე და მომდევნო ახალშობლზე 1 000-ლარიანი ერთჯერადი დახმარება გაიცემა:

„დემოგრაფიული საკითხები არის პრობლემატური, საჭიროებს კომპლექსურ მიდგომას, ჩვენ ვგეგმავთ, რომ 2023 წლიდან ყოველ მესამე და მომდევნო ახალშობლზე გავცეთ ერთჯერადი დახმარება 1 000 ლარის ოდენობით... ყველაზე მეტი სოციალურად დაუცველი ოჯახი არის მრავალშვილიანი. ყოველი მესამე და მომდევნო ბავშვები სწორედ სოციალურად დაუცველ ოჯახებში იბადებიან. ამიტომ, ჩვენი ვალია, კიდევ უფრო მეტი დახმარება მივმართოთ ამ მიმართულებით“.

იხილეთ ასევე:

„ბავშვები რთულ პირობებში იზრდებიან, ამიტომ ყველა საბავშვო ბაღს ევროპული სტანდარტის მიხედვით ავაშენებთ“ - ირაკლი ღარიბაშვილი

 

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი