დღის თემა
etaloni.ge
„ბავშვები რთულ პირობებში იზრდებიან“ - ირაკლი ღარიბაშვილი
27.12.2022

ჩვენ შევისწავლეთ საბავშვო ბაღების მდგომარეობა და ჩვენი ბავშები რთულ პირობებში იზრდებიან, - ამის შესახებ დღეს, 27 დეკემბერს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის მუშაობის 2022 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. ღარიბაშვილი ირწმუნება, რომ ქვეყანაში ყველა ბაღი აშენდება, მოეწყობა და გარემონტდება ევროპული სტანდარტის მიხედვით.

„ჩვენ შევისწავლეთ საბავშვო ბაღების მდგომარეობა. ეს ერთ-ერთი დიდი გამოწვევაა ქვეყანაში. ჩვენი შვილები, ბავშვები მთელს ქვეყანაში, ვთქვათ პირდაპირ, რომ საკმაოდ რთულ პირობებში იზრდებიან. ამიტომ, აუცილებელი იყო ამ პროგრამის დაწყება. ჩვენ 885 საბავშვო ბაღის რეაბილიტაციას ვიწყებთ მომავალი წლიდან. რამდენიმე ფაზად დაიყოფა აღნიშნული პროგრამა. ეს არის ჯამში მილიარდ 300 მილიონი ლარის პროექტი და ყველა ბაღი აშენდება და მოეწყობა, გარემონტდება ევროპული სტანდარტის მიხედვით“, - თქვა პრემიერმინისტრმა.

იხილეთ ასევე:

მთავრობამ საბავშვო ბაღებისთვის 100 მილიონი ლარი გამოყო

ბაღის დირექტორების გაძლიერება და აღმზრდელ-პედაგოგთა წახალისება - რას გეგმავს მთავრობა

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი