დღის თემა
etaloni.ge
„ყურადღების ღირსია საბავშვო ბაღის პედაგოგების ანაზღაურება“ - საკრებულოში აღმზრდელების ხელფასებზე ალაპარაკდნენ
26.12.2022

„ის ანაზღაურება, რაც საბავშვო ბაღებში აქვთ დღეს ადამიანებს, არ არის იმის საპირწონე, რა სამუშაოსაც ეს ადამიანები ასრულებენ“, - ამის შესახებ, თბილისის საკრებულოს სხდომაზე საკრებულოში გლდანის რაიონის დეპუტატმა, კონსტანტინე ზარნაძემ განაცხადა. სხდომაზე მომავალი წლის ბიუჯეტს განიხილავდნენ, ზარნაძე ამბობს, რომ საბავშვო ბაღებში გამართული სისტემა უნდა იყოს, რაც, პირველ რიგში, მის თანამშრომელთა ღირსეულ ხელფასზეა დამოკიდებული.  

„განსაკუთრებული ყურადღების ღირსია და მომავალში უნდა გავითვალისწინოთ საბავშვო ბაღის პედაგოგების ანაზღაურება. მე ვფიქრობ და ჩემი კოლეგებიც დამეთანხმებიან, რომ ის ანაზღაურება, რაც საბავშვო ბაღებში აქვთ დღეს ადამიანებს, არ არის იმის საპირწონე, რა სამუშაოსაც ეს ადამიანები ასრულებენ და რამხელა პასუხისმგებლობის წინაშე დგანან ისინი ყოველდღიურად. დარწმუნებული ვარ, რომ ერთად მოვახერხებთ ამასთან დაკავშირებით მუშაობას, რომ ყოველი შემდეგი წელი ბაღის პედაგოგებისთვის იყოს განსაკუთრებული და ეს ადამიანები თავს გრძნობდნენ დაფასებულად, თავს გრძნობდნენ ქვეყნისა და ბავშვების სამსახურში და საბოლოო ჯამში, ერთ-ერთ ყველაზე გამართულ სისტემად ჩამოყალიბდეს საბავშო ბაღები“, - თქვა კონსტანტინე ზარნაძემ საკრებულოს სხდომაზე.

იხილეთ ასევე:

საბავშვო ბაღის თანამშრომლებს ფულადი ჯილდო ჩაერიცხათ - ვის რამდენი ლარი ერგო საახალწლოდ

„როდესაც ბავშვი ჭამს, ამ დროს შეიძლება აღმზრდელს შიმშილისგან გული მისდიოდეს“ - რეალობა საბავშვო ბაღებში

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი