დღის თემა
etaloni.ge
რა უნდა იცოდეთ, თუ საბავშვო ბაღში სპეცმასწავლებლად დასაქმება გსურთ და რამდენია ანაზღაურება
23.12.2022

სპეციალური მასწავლებელი - პედაგოგი, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს სასწავლო თუ სააღმზრდელო დაწესებულებაში, თუ იქ სპეციალური საჭიროებების მქონე მოსწავლე სწავლობს, ბოლო დროს ერთ-ერთ მოთხოვნად პროფესიად იქცა.

რა ფუნქციები აკისრია სპეცპედაგოგს საბავშვო ბაღში და რის ცოდნა ევალება მას, დეტალები თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს საკვალიფიკაციო მოთხოვნებშია გაწერილი.

ფუნქციები

სპეცპედაგოგს ევალება ინკლუზიური გარემოს შექმნის ხელშეწყობა და ცნობიერების ამაღლება ბაგა-ბაღებში.

მას ევალება ასევე აღმზრდელთან და ფსიქოლოგთან თანამშრომლობა რთული ქცევის პოზიტიურ გაძღოლაში და მულტიდისციპლინარული გუნდის წევრებთან მუშაობა.

სპეცპედაგოგის მინიმალური განათლება  უნდა იყოს უმაღლესი.

იმისათვის, რომ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღში დასაქმდეთ, სასურველია, შესაბამის სფეროში გქონდეთ მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.

სპეცპედაგოგს, რომელის საბავშვო ბაღში დასაქმდება, ევალება შემდეგი საკანონმდებლო აქტების ცოდნა:

  1. საქართველოს კონსტიტუცია - პირველი და მეორე თავი.
  1. საქართველოს კანონი - „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“
  1. საქართველოს მთავრობის №488 დადგენილება - ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტი.
  1. საქართველოს მთავრობის №437 დადგენილება - „ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების დამტკიცების თაობაზე“.
  1. მთავრობის დადგენილება №478 – „აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული სტანდარტის დამტკიცების შესახებ“.
  1. ადრეულ ასაკში სწავლისა და განვითარების სტანდარტები - ეროვნული სასწავლო გეგმების ბიბლიოთეკა. 
  1. ბავშვის განვითარების თეორიები - კოგნიტური და მეტყველების სფეროს განვითარება, პიროვნულ- სოციალურ -ემოციური განვითარება, ფიზიკური განვითარება.
  1. ადრეული განათლების ფსიქოლოგია.
  1. ქ.თბილისის მთავრობის დადგენილება N13-52 „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პერსონალისთვის სამსახურეობრივი ინსტრუქციების, ქცევის და ეთიკის ნორმების დამტკიცების შესახებ“.
  1. გაეროს „ბავშვთა უფლებათა კონვენცია“.

როგორც skolamdelebi.ge-მ გაარკვია, დღეისათვის თბილისის საჯარო საბავშვო ბაღში სრულ განაკვეთზე დასაქმებული სპეცპედაგოგის ხელზე ასაღები თანხა 600 ლარს შეადგენს, ნახევარ განაკვეთზე - 450 ლარს.

იხილეთ ასევე:

„როდესაც ბავშვი ჭამს, ამ დროს შეიძლება აღმზრდელს შიმშილისგან გული მისდიოდეს“ - რეალობა საბავშვო ბაღებში

როგორ უნდა მოამზადოს ბაღის აღმზრდელ-პედაგოგმა ბავშვის პორტფოლიო

 

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი