საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესის ეფექტურად წარმართვისთვის მასწავლებელს სჭირდება ბავშვის პორტფოლიო. როგორ უნდა შექმნას პედაგოგმა აღნიშნული პორტფოლიო, ამის შესახებ 3-5 წლის ბავშვებისთვის შექმნილ პროგრამაში, „ბასკო უმცროსებს“, არის მოთხრობილი.
პორტფოლიო არის ბავშვის ინდივიდუალური ნამუშევრების ნაკრები, სადაც დოკუმენტირებულია ბავშვების ჯგუფში მუშაობის პროცესი და ამ მუშაობის შედეგები.
ეს შეიძლება იყოს ნახატები, სამუშაო ფურცლები, გასაფერადებლები, ნამუშევრები წერითი ელემენტებით, ბავშვის ფოტოები სხვადასხვა აქტივობების დროს, ბავშვის მიერ გაკეთებული ისეთი ნამუშევრების ფოტოები, რომლებსაც დიდხანს ვერ შევინახავთ - კუბურებით აშენებული შენობა, საქვიშეში გაკეთებული კონსტრუქცია, პლასტილინის ნაკეთობა...
აუცილებელია, ბავშვის ეს ნამუშევრები დათარიღდეს და ისე შეინახოს. პორტფოლიოში ასევე უნდა შევიდეს მასწავლებლის მიერ ბავშვზე დაკვირვების შედეგად გაკეთებული ჩანაწერები.
პორტფოლიო მასწავლებელს საშუალებას აძლევს ბავშვის განვითარების ისტორიის ფონზე გაანალიზოს ბავშვის საჭიროებები და გამოიყენოს ეს ცოდნა მომავალი აქტივობების დაგეგმვისათვის. ამასთანავე, პორტფოლიო გამოიყენება მშობლებისთვის ბავშვის მიღწევებისა და საჭიროებების გასაცნობად.
იხილეთ ასევე:
რა დოკუმენტაციის წარმოება ევალება საბავშვო ბაღის აღმზრდელს თითოეული ბავშვისთვის
როგორ უნდა იზრუნოს საბავშვო ბაღის აღმზრდელმა მშობლის განათლებაზე