დღის თემა
etaloni.ge
პერსონალის გადამზადება და თავისუფალი გარემოს შექმნა - რა უნდა იყოს საბავშვო ბაღის ამოცანა
21.12.2022

ადრეული და სკოლამდელი განათლების მიმწოდებელი ნებისმიერი დაწესებულება, პირველ რიგში, არის ორგანიზაცია. შესაბამისად, ბაღს როგორც ორგანიზაციას, უნდა ჰქონდეს საკუთარი ფილოსოფია, მისია, მიზნები.

ადრეული და სკოლამდელი განათლების ხარისხის სტანდარტის მიხედვით, საბავშვო ბაღის ფილოსოფია, ერთი მხრივ, უნდა ეყრდნობოდეს ქვეყანაში არსებულ საგანმანათლებლო სტანდარტებს, ადგილობრივ კულტურას, მეორე მხრივ კი, ასახავდეს დაწესებულების უნიკალურობასა და ინდივიდუალიზმს.

დაწესებულების მისიის, ხედვის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანია, თუ რა არის ორგანიზაციის დანიშნულება, რისთვის არსებობს ბაღი, რა ცვლებების შეტანა სურს თავისი არსებობით ბავშვების ცხოვრებასა და მათ გარშემო არსებულ გარემოში. უმჯობესია, თუ დაწესებულების თანამშრომლები ერთმანეთს საკუთარ მოსაზრებებს გაუზიარებენ და  შეთანხმდებიან საბოლოო ფორმულირებაზე.

ხარისხის სტანდარტში მოცემულია ადრეული და სკოლამდელი დაწესებულების მისიისა და მიზნების ჩამოყალიბების ნიმუშები, რომლის მიხედვითაც, შესაძლებელია ბაღმა მისია, მიზნები და ამოცანები განსაზღვროს.

ბაღის მისია:

ჩვენი მისიაა შევქმნათ გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს ბავშვს გამოავლინოს და განავითაროს შემოქმედებითი უნარები, დასვას კითხვები და ეძიოს პასუხები, იყოს გახსნილი, კრიტიკულად მოაზროვნე, ჰქონდეს სამყაროს მრავალფეროვნების დანახვის საშუალება.

ბაღის მიზნები:

  • ბავშვს სრულყოფილი განვითარებისათვის სრულად უნდა ჰქონდეს დაკმაყოფილებული ბაზისური საჭიროებები, ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად დაცული უნდა იყოს.
  • ბავშვი თავს უნდა აღიქვამდეს ჯგუფის ერთობის სრულყოფილ წევრად, მისი აზრი უნდა იყოს მოსმენილი და გაზიარებული.
  • ბავშვს, უნარების განსავითარებლად და თვითრეალიზებისთვის, უნდა ჰქონდეს მრავალფეროვან აქტივობებში მონაწილეობის საშუალება.

ამოცანები:

  • კომფორტული, თავისუფალი და უსაფრთხო გარემოს შექმნა.
  • მრავალფეროვანი შემოქმედებითი აქტივობების დაგეგმვა.
  • მრავალფეროვანი სტრატეგიების დანერგვა და საგანმანათლებლო პერსონალის გადამზადება/ სპეციალიზაცია ბავშვების საჭიროებების გათვალისწინებით.

იხილეთ ასევე:

დასვენება, სრულფასოვანი სადილი - რა სჭირდება საბავშვო ბაღის თანამშრომელს და ვის პასუხისმგებლობაში შედის მისი კეთილდღეობა

განათლების სამინისტრო საჯარო და კერძო საბავშვო ბაღებისთვის კითხვარს მშობლებთან ათანხმებს

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი