დღის თემა
etaloni.ge
განათლების სამინისტრო საჯარო და კერძო საბავშვო ბაღებისთვის კითხვარს მშობლებთან ათანხმებს
20.12.2022

„ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ვალდებულებების შესაბამისად, 2023 წელს საქართველოში მოქმედმა ყველა საჯარო და კერძო ბაღმა თვითშეფასება უნდა განახორციელოს.

აღნიშნული პროცესისთვის განათლების ხარისხის განვითარების ცენტრმა მზადება უკვე დაიწყო. როგორც უწყება იუწყება, შექმნის პროცესშია  ელექტრონული პლატფორმა და მიმდინარეობს მუშაობა პლატფორმის შინაარსზე - კითხვარებზე, რომლებიც ბაღებს დაეხმარებათ თვითშეფასების განხორციელებაში.

თვითშეფასებისათვის კითხვარების პროექტების ტესტირების მიზნით უკვე გაიმართა სამუშაო შეხვედრები მიზნობრივ ჯგუფებთან - ბაღების ადმინისტრაციასთან, საგანმანათლებლო პერსონალთან, ტექნიკურ პერსონალთან და მშობლებთან. განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის ცნობით, სამუშაო შეხვედრაზე დეტალურად იქნა განხილული ექსპერტების მიერ შემუშავებული დოკუმენტები. შეხვედრის ფარგლებში გამოთქმული მოსაზრებები და კომენტარები კი ასახული იქნება თვითშეფასების კითხვარის საბოლოო ვერსიებში.

იხილეთ ასევე:

საბავშვო ბაღის აღმზრდელებისთვის სტატუსის მინიჭებას ხელფასის ზრდა მოჰყვება

„კერძო ბაღები უნდა გადაკეთდნენ“ - მიზეზი, რის გამოც საბავშვო ბაღების რეგისტრაციის პროცესი გახანგრძლივდა

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი