„ძვირფასო თოვლის ბაბუ, გთხოვ, მომიტანო ბევრი ფერადი მანქანა და შოკოლადები“, „ძვირფასო თოვლის ბაბუ, გთხოვ, საჩუქრად მომიტანო მფრინავი მანქანა“ - ასეთი წერილები დააწერინეს აღმზრდელებს ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაის მეურნეობის საბავშვო ბაღის აღსაზრდელებმა. სურვილები კონვერტში ჩადეს, გულის ფორმის სტიკერები დააკრეს და თოვლის ბაბუას „ფოსტით“
გაუგზავნეს.