დღის თემა
etaloni.ge
საბავშვო ბაღის მუსიკის პედაგოგებს ქართული სიმღერა-თამაშები ამერიკული მეთოდით შეასწავლეს
19.12.2022

ოზურგეთში ბაღის მუსიკის მასწავლებლები ქართული სიმღერა-თამაშებს მსოფლიოში გავრცელებული ნორდოფ-რობინსის მუსიკის თერაპიის პრინციპებზე დაფუძნებული წიგნით სწავლობენ.

ოზურგეთის 8 საბავშვო ბაღის მუსიკის პედაგოგებისთვის ტრენინგი ჩატარდა, სადაც ისინი სიმღერა-თამაშებისა და მუსიკათერაპიული ელემენტების საგაკვეთილო პროცესში გამოყენების ბაზისურ ტექნიკებს დაეუფლნენ.

როგორც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრი იტყობინება, ტრენინგის მიზანია მონაწილეები დაეუფლონ მუსიკალური იმპროვიზაციის ტექნიკების გამოყენების უნარჩვევებს საგაკვეთილო პროცესში და აიმაღლონ პროფესიული კვალიფიკაცია.

მოგეხსენებათ, ნორდოფ-რობინსის მეთოდი ერთ-ერთი პირველია მუსიკათერაპიის მიმართულებებიდან. ის 1950-იან წლებში ჩამოყალიბდა, ამერიკელი კომპოზიტორის პოლ ნორდოფისა და ინგლისელი ფსიქოთერაპევტის კლაივ რობინსის ერთობლივი ძალისხმევით.

მეთოდის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ ის გამოიყენება მედიცინის ყველა დარგში და ზოგადად, ერგება ნებისმიერი ტიპის განვითარებისა და მდგომარეობის მქონე ინდივიდს.

იხილეთ ასევე:

თელაველი ბაღის მასწავლებლის სიმღერები ქვეყნის აღსაზრდელებისთვის ყოველდღიურობა გახდება

საბავშვო ბაღების მუსიკის მასწავლებლების გადამზადების პროექტს აურზაური მოჰყვა - „როგორი გადაპრანჭული პედაგოგიკაა საქართველოში“

იხილეთ ფოტოგალერეა: 

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი