წალენჯიხის მეექვსე საბავშვო ბაღის აღმზრდელები ჯამბაზებად გადაიქცნენ და აღსაზრდელებთან ერთად საცირკო წარმოდგენა მოაწყეს.
შემაჯამებელი აქტივობის ფარგლებში ჩატარებული საცირკო ნომრები ბავშვებისთვის დაუვიწყარ მოგონებად დარჩება, რადგან, როგორც საბავშვო ბაღის წარმომადგენლები აღნიშნავენ, ბავშვებმა თქვეს, რომ „ეს ცირკი სჯობდა სხვა სტუმრების მიერ ჩატარებულს“.