ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენის საბავშვო ბაღის სასკოლო მზაობის ჯგუფები, 10 დეკემბერს, მსოფლიოში ფეხბურთის საერთაშორისო დღეს, ერთმანეთს ფეხბურთში შეეჯიბრნენ, სადაც მეგობრობამ გაიმარჯვა. ორივე გუნდს გადაეცა თასი და სიმბოლური საჩუქარი.
„ფეხბურთი – ეს არის მომენტები, რომელიც მთელი ცხოვრება გემახსოვრება, გმირები, ემოციები, დაცემა და გამარჯვება“, - წერს სოციალურ ქსელში ხელვაჩაურის საბავშვო ბაღების გაერთიანება.