ახალი წლის დღესასწაული ახლოვდება. ბავშვებისთვის საყვარელი დღესასწაულისთვის თბილისი და სხვა ქალაქები საზეიმოდ ირთვება.
9 დეკემბერს დედაქალაქში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო და თბილისის ყველა უბანი საახალწლო ილუმინაციებით განათდა.
23 დეკემბერს, საზეიმოდ გაიხსნება „საახალწლო სოფელი“, რომელიც ორბელიანის მოედანზე, ათონელის ქუჩასა და 9 აპრილის ბაღში მოეწყობა.
აღნიშნულ ადგილმდებარეობებზე განთავსდება მრავალფეროვანი საახალწლო დეკორაციები, ინსტალაციები და თოვლის ბაბუას სახლი.
„საახალწლო სოფელში“ ყოველდღიური გასართობი ღონისძიებები 13 იანვრამდე გაგრძელდება.
სხვა ქალაქებში საახალწლო მზადება მიმდინარეობს და ნაძვის ხეები თუ ილუმინაციები ეტაპობრივად განათდება.
იხილეთ ასევე: