ბათუმის 32-ე საბავშვო ბაღის აღსაზრდელები ეთნოგრაფიულ მუზეუმ „ბორღალოს“ ესტუმრნენ.
აქტივობა „მუზეუმში ვიზიტის“ მიზანი იყო, ბავშვებს გაეცნოთ აჭარაში არსებული ძველებური ნივთები და მათი დამზადების ტექნიკა.
პატარებს მუზეუმში ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორი დავით დიასამიძეც ახლდათ, რომელიც აღსაზრდელებთან ერთად თავადაც ჩაერთო სასწავლო პროცესში.