დღის თემა
etaloni.ge
მარტვილელი ბავშები საახალწლოდ კრეკერებს და პომადური კორპუსის მქონე კანფეტებს მიიღებენ, ფოთელები - მარმელადებსა და ვაფლის ბატონებს
08.12.2022

მარტვილის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი საგანმანათლებლო სააღმზრდელო დაწესებულება და თვითმმართველი ქალაქ ფოთის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანება საბავშვო ბაღების აღსაზრდელებისთვის საახალწლოდ საჩუქრებს ამზადებენ.

მარტვილის მუნიციპალიტეტი 22 საბავშო ბაღისა და 757 აღსაზრდელის საჩუქრებისთვის მზად იყო, 13 508 ლარი გადაეხადა, თუმცა ტენდერის გამოცხადების შემდეგ ხელშეკრულება 12 777 ლარად გააფორმა.

მარტვილელ ბავშებს საახალწლო სასაჩუქრე შეფუთვაში დახვდებათ:

ჟელეს კანფეტები, მოჭიქული შოკოლადი, შოკოლადი „ბატონი“,  შოკოლადი მიწისთხილით, მომინანქრებული შოკოლადი სუფლეთი,  რძიანი შოკოლადი, შოკოლადი შოკოლადის შიგთავსით, კანფეტი პომადური კორპუსით მოჭიქული აირიშ ქრიმის გემოთი, შოკოლადი ჟელეს გულსართით, ნამცხვარი შოკოლადის კორპუსით, კრეკერი სხვადასხვა ფორმის.

ქალაქ ფოთის მერია 15 საბავშვო ბაღის 1570 აღსაზრდელის საახალწლო საჩუქრისთვის მზად არის, 24 997 ლარი გადაიხადოს. ფოთის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანებამ ამ საჩუქრების შესაძენად წინადადებების მიღება დღეს, 12 დეკემბერს დაიწყო.

ფოთელი ბავშვების სასაჩუქრე შეფუთვაში უნდა იდოს:

მარმელადის კანფეტები სხვადასხვა არომატებით, ვაფლის ბატონი, ორცხობილა (იუბილეინოეს მსგავსი), ორცხობილა (ორეოს მსგავსი), შოკოლადის სუფლე, ბისკვიტი შოკოლადის შიგთავსით, შოკოლადის კანფეტი მიწის თხილით,  შოკოლადი (სნიკერსის მსგავსი), კანფეტი ირისი (ტოფიტას მსგავსი).

იხილეთ ასევე:

შოკოლადის კვერცხი და წებოვანი სტიკერი სენაკელ ბავშვებს საახალწლოდ დაურიგდება

თბილისელ ბავშვებს საახალწლოდ 10 ლარის ტკბილეული დაურიგდებათ

რძიანი შოკოლადი ჰერი-ჰერის მსგავსი, ფენოვანი ფუნთუშა კრუასანის მსგავსი - ქედელი ბავშვებისთვის სახალწლო საჩუქრებს ამზადებენ

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი