დღის თემა
etaloni.ge
სტაფილოს პიურეს რეცეპტი და რეკომენდაცია, თუ როდიდან და რატომ უნდა შეიტანოთ პატარას რაციონში ეს ბოსტნეული
06.12.2022

სტაფილო შეიცავს დიდი რაოდენობით ბეტაკაროტინს, რომელიც ა ვიტამინის წინამორბედია და ორგანიზმში შემდგომ გარდაიქმნება ა ვიტამინად, - ამის შესახებ პედიატრმა თამარ ობგაიძემ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.

სტაფილოს შემადგენლობაში ასევე შედის ცე ვიტამინი, ბე ჯგუფის ვიტამინები, ე და კა ვიტამინი და მდიდარია მინერალური შემადგენლობითაც. მის შემადგენლობაშია ბავშვის ძვლებისთვის აუცილებელი კალციუმი, ასევე - ფოსფორი, ფტორი, მაგნიუმი და თუთია...

„სტაფილოს მთავარი ღირსებაა ძალიან მძლავრი ანტიოქსიდანტური კომპლექსი. ანტიოქსიდანტი ეს არის ნივთიერებები, რომელიც ჩვენი უჯრედების დაცვას ახორციელებენ სხვადასხვა მავნე ზემოქმედებისაგან, მჟავა რადიკალებისაგან. მის შემადგენლობაშია სელენი, რომელიც ასევე ერთ-ერთი მძლავრი ანტიოქსიდანტია. მის შემადგენლობაში არის ლიკოპენი, რომელსაც სიმსივნის საწინააღმდეგო ეფექტი აქვს. სტაფილოში შემავალი ბეტაკაროტინი, რომელიც ა ვიტამინად გარდაიქმნება, ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვის მხედველობის ორგანოს განვითარების, მისი თავის ტვინის და ასევე ფიზიკური განვითარებისათვის“, - ამბობს პედიატრი.

როგორ უნდა შევარჩიოთ სტაფილო?

„უმჯობესია ახალგაზრდა სტაფილო, რომელიც ნაზია, წვნიანია და -ადვილად მოსანელებელი. უპირატესობა, რა თქმა უნდა, ენიჭება ორგანულ პროდუქტს. თუ არ ხართ დარწმუნებული, ორგანულია თუ არა პროდუქტი, მაშინ ის კარგად უნდა გაფრცქვნათ და გული ამოუღოთ, ვინაიდან სწორედ იქ გროვდება მძიმე მეტალები და სხვა მავნე ნივთიერებები, რომლებიც ნიადაგში აღწევს“.

როგორ უნდა მოამზადოთ სტაფილო?

„ამისათვის საჭიროა, გაფრცქვნილი სტაფილო ორთქლზე მოშუშოთ ან სულაც მდუღარე წყალში მოხარშოთ. შემდეგ უნდა აქციოთ ერთგვაროვან მასად და დავუმატოთ დედის რძე ან ხელოვნური ნარევი იმისდა მიხედვით, თუ როგორ კვებაზეა ბავშვი და ბოლოს 4-5 მილილიტრი ზეითუნის ზეთიც დაუმატოთ“.

სტაფილოს შეტანა ბავშვის რაციონში 6 თვის ასაკიდან შეგიძლიათ. გაითვალისწინეთ, რომ სტაფილო საკმაოდ ალერგიული პროდუქტია და სანამ მის რაციონში შეტანას გადაწყვეტთ, აუცილებლად ესაუბრეთ პედიატრს. ამის შემდეგ კი სტაფილოს დამატება თავისუფლად შეგიძლიათ სხვა ბოსტნეულის თუ ხორციან კერძთან.

იხილეთ ასევე:

მარი მალაზონია: თუ ბავშვი ავად არის, არ აჭამოთ გოგლი-მოგლი

არასოდეს შეხედოთ პირდაპირ მზეს - რა უნდა ვიცოდეთ მხედველობის შესახებ

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი