ვაფლის მინი ტორტი, ბისკვიტი შოკოლადის მინანქრითა და კარამელის შიგთავსით, მარმელადის კანფეტი სხვადასხვა ხილის არომატით, 4 შოკოლადი შედედებული რძის შიგთავსით, კარამელი სხვადსხვა ხილის არომატით, ხრაშუნა ჩხირი, შაქარყინულოვანი სფეროსებრი კარამელი ჯოხით, ნატურალური ხილის წვენი აღდგენილი პიურესაგან, ორცხობილა - ეს ტკბილეული საახალწლოდ სენაკის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ საბავშვო ბაღების აღსაზრდელებს დაურიგდებათ.
სენაკის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის გაერთიანებამ ბავშვების საახალწლო საჩუქრებთან დაკავშირებით ტენდერი გამოაცხადა და შეთავაზებაც უკვე მიიღო. 27 ბაღის 1022 აღსაზრდელისთვის მუნიციპალიტეტი მზად იყო, 17 500 ლარი გადაეხადა, თუმცა კომპანია, რომელიც მზად არის სენაკელი ბავშვებისთვის საჩუქრები გაამზადოს, 15 277 ლარის დახარჯვას აპირებს.
სასაჩუქრე ჩანთაში ასევე იდება „საბავშვო კვერცხი“, რომელიც გაყოფილი უნდა იყოს ორ ნაწილად, ერთ ნაწილში უნდა იყოს მოთავსებული სათამაშო, ხოლო მეორე ნაწილში - რძიანი შოკოლადის კრემი ორ ფერში - რძის და შოკოლადის ფერი. კვერცხი შეფუთული უნდა იყოს სხვადსხვა ფერადი ორნამეტებით და ნახატებით იყოს გაფორმებული.
პატარების საახალწლო ნობათი ნახატებით გაფორმებულ პრიალა, ფერად თასმებიან მუყაოს ჩანთაში უნდა მოათავსონ და ჩააყოლონ ერთი ცალი ფერადი წებოვანი მისალოცი სტიკერი.
იხილეთ ასევე: