დღის თემა
etaloni.ge
რა მოთხოვნები ვერ შეასრულეს მუნიციპალიტეტებმა საბავშვო ბაღებში
30.11.2022

საგანმანათლებლო აქტივობების კუთხით თვითმმართველი ერთეულების საქმიანობა, 2021 წლის განმავლობაში, ცალსახად არადამაკმაყოფილებელია, - წერია სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას მიერ 24 ნოემბერს გამოქვეყნებულ სპეციალურ ანგარიშში „საქართველოს პარლამენტის 2021 წლის 12 ივლისის დადგენილებაში ასახული დავალებების შესრულების მდგომარეობის შესახებ“.

სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ 2021 წელს საბავშვო ბაღების რაოდენობა 26-ით გაიზარდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ბავშვების სკოლამდელ აღზრდასა და განათლებაზე სრულფასოვანი ხელმისაწვდომობა კვლავ ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად დარჩა, განსაკუთრებით ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში.

„სახალხო დამცველი, წლებია, მიუთითებს თვითმმართველ ერთეულებს „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ნორმატიული აქტების მიღების აუცილებლობის შესახებ. სამწუხაროდ, ამ მიმართულებით საანგარიშო პერიოდში მხოლოდ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტმა შეასრულა საქართველოს პარლამენტის დავალება. საანგარიშო პერიოდში, სამწუხაროდ, მუნიციპალიტეტთა მნიშვნელოვან ნაწილში არ გადამზადებულან სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებათა აღმზრდელები, ბავშვთა მიმართ ძალადობისა და რთული ქცევის მართვის, ასევე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა საჭიროებების, ასევე დისტანციური სწავლების მეთოდებთან დაკავშირებით“, - წერის ანგარიშში.

რაც შეეხება „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებს, რაზეც სახალხო დამცველი ყურადღებას ამახვილებს, ასეა ჩამოყალიბებული:

„2017 წლის 1 ოქტომბრამდე თითოეულმა მუნიციპალიტეტის საკრებულომ:

დ) დაწესებულების პერსონალის პროფესიული სტანდარტების დადგენის მიზნით მიიღოს ნორმატიული აქტი;

ე) საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენის მიზნით მიიღოს ნორმატიული აქტი“.

იხილეთ ასევე:

31 დეკემბერს ცნობილი გახდება იმ საბავშვო ბაღების სია, რომლებიც 2023 წელს იმუშავებენ - რა ელით სხვა სააღმზრდელო დაწესებულებებს

მთავრობამ საბავშვო ბაღებისთვის 100 მილიონი ლარი გამოყო

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი