თუ ბავშვი ავად არის, ეცადეთ, დაიცვათ იგი სხვადასხვა ტიპის ახალი პროდუქტებისაგან - ამბობს ექიმი ნუტრიციოლოგი მარი მალაზონია.
ექიმი მშობლებს ურჩევს, როდესაც ბავშვს ვირუსი და ინფექცია აქვს, არ მისცენ ასევე ისეთი პროდუქტები, რომლებიც ალერგიულია და მშობლებს 3 რჩევას აძლევს იმ პერიოდში გასათვალისწინებლად, როდესაც ბავშვი ავად არის:
1. ავადმყოფობის დროს ბავშვს არ გავასინჯოთ ეგზოტიკური და ის უცხო საკვები, რომელიც მანამდე არასოდეს გაუსინჯავს.
2. თუ მაინც მოხდა ისე, რომ ბავშვმა გასინჯა ასეთი საკვები, მაგალითად, წაახალისეთ ან გაახარეთ ამ საკვების დაგემოვნებით, მაშინ აუცილებლად ჩაინიშნეთ ეს ინფორმაცია მაგალითად, კვების დღიურში და დააკვირდით, როგორი გავლენა ჰქონდა ბავშვის ორგანიზმზე. ანუ ჩაინიშნეთ პროდუქტიც და შედეგიც, რომელიც ამ საკვების მიღებას მოჰყვა.
3. ეცადეთ, ნაკლებად გამოიყენოთ ალერგიული პროდუქტები უმი სახით, მაშინაც კი, როდესაც ბავშვს ამ პროდუქტებზე ალერგია არ ჰქონია. მაგალითად, ამ თვალსაზრისით არ არის კარგი არჩევანი ე.წ. გოგლი-მოგლი, როდესაც ვიყენებთ ნედლ კვერცხს, რომელიც თავისთავად ალერგიული პოტენციალის პროდუქტია, არის ნედლი სახით და დამატებითი ინფექციის წყარო შეიძლება გახდეს. გოგლი-მოგლის შემთხვევაში უმი კვერცხი ბევრ შაქართან ერთად უნდა მოვამზადოთ, რაც არ იქნება კარგი არჩევანი ბავშვისთვის, რომელსაც ისედაც უკვე აქვს ინფექცია.
იხილეთ ასევე:
რა შემთხვევაში შეუძლია თაფლს ბოტულიზმის გამოწვევა
„ბავშვი ბამბაში არ უნდა გავზარდოთ“ - თამარ გაგოშიძე