დღის თემა
etaloni.ge
19 რჩევა მშობლებისთვის - თუ ბავშვს ხშირად აკრიტიკებენ, ის სხვის განსჯას სწავლობს
29.11.2022

იტალიელი მარია მონტესორი ერთ-ერთია, ვინც მე-20 საუკუნეში, პედაგოგიკაში რევოლუცია მოახდინა.

მარია მონტესორიმ მშობლებისა და უფროსებისთვის 19 მცნება ჩამოაყალიბა და ამ მეთოდების გამოყენება იმ „ბავშვთა სახლში“ დაიწყო, რომელიც ღარიბი და აღზრდა-განათლებას მოკლებული ბავშვებისთვის დაარსა.

აღსაზრდელები, რომლებსაც მანამდე კარგი მანერები არ ჰქონდათ, მონტესორის პედაგოგიური სისტემის წყალობით, სამაგალითო ქცევის და საუკეთესო აკადემიური მოსწრების ბავშვებად იქცნენ.

მარია მონტესორის რჩევა-მცნებები მშობლებისთვის ასეთია:

1. ბავშვებს შთააგონებს ის, რაც მის გარშემოა

2. თუ ბავშვს ხშირად აკრიტიკებენ, ის სხვის განსჯას სწავლობს.

3. თუ ბავშვს ხშირად აქებენ, ის შეფასებას სწავლობს.

4. თუ ბავშვს მტრობას აჩვენებენ, ის ჩხუბს სწავლობს.

5. თუ ბავშვთან გულწრფელები არიან, ის სამართლიანობას სწავლობს.

6. თუ ბავშვს ხშირად დასცინიან, ის მორცხვი და ჩაკეტილი ხდება.

7. თუ ბავშვი უსაფრთხოების გრძნობით ცხოვრობს, მას რწმენა უვითარდება.

8 თუ ბავშვს ხშირად არცხვენენ, ის მთელი ცხოვრება დამნაშავედ გრძნობს თავს.

9. თუ ბავშვს ხშირად ეთანხმებიან, ის სწავლობს საკუთარი თავის პატივისცემას.

10.  თუ ბავშვის მიმართ ხშირად დამთმობები არიან, ის მომთმენი ხდება.

11. თუ ბავშვს ხშირად ამხნევებენ, ის საკუთარი თავის რწმენას იძენს.

12. თუ ბავშვი მეგობრულ გარემოში ცხოვრობს და საკუთარ თავს საჭიროდ გრძნობს, ის სიყვარულს პოულობს.

13. არასოდეს ილაპარაკოთ ბავშვზე ცუდი – არც მისი თანდასწრებით, არც მის გარეშე.

14. კონცენტრირება მოახდინეთ მხოლოდ კარგის განთვითარებაზე შვილის აღზრდისას და საბოლოოდ, მის ცხოვრებაში ცუდის ადგილი აღარ არჩება.

15. ყოველთვის მოუსმინეთ და უპასუხეთ ბავშვს, რომელიც შეკითხვებს გისვამთ.

16. დააფასეთ ბავშვი, რომელმაც შეცდომა დაუშვა და ის მაშინვე ან ცოტა მოგვიანებით შეძლებს გამოასწოროს შეცდომა.

17. ყოველთვის მზად იყავით დაეხმაროთ ბავშვს, რომელიც ძიების პროცესშია და შეუმჩნეველი იყავით იმ ბავშვისთვის, რომელმაც უკვე ყველაფერი იპოვა.

18. დაეხმარეთ ბავშვს აითვისოს აქამდე აუთვისებელი რამ. გააკეთეთ ეს ზრუნვით, მოთმინებით, სიმშვიდითა და სიყვარულით.

19. ბავშვთან ურთიერთობისას იხელმძღვანელეთ მხოლოდ კარგი მანერებით – შესთავაზეთ და დაანახეთ ბავშვს მხოლოდ ის საუკეთესო, რაც თქვენშია.

იხილეთ ასევე:

„ბავშვს აქვს უსაქმოდ ყოფნის უფლება“ - მასწავლებლის მიერ შედგენილი ბავშვთა უფლებების მანიფესტი
დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი