22 ნოემბერს რუსთავის 4 საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი შეჩერდა.
სააღმზრდელო პროცესის შეჩერების მიზეზი წყალსადენის ქსელზე დაზიანება გახდა.შედეგად, შეუძლებელი იყო ბავშვების გამოკვება და გათბობა.
რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანების ინფორმაციით, მათ ვისაც ბავშვების დატოვების პრობლემა ჰქონდათ, შეეძლოთ ბავშვები უახლოეს ტერიტორიაზე მდებარე ბაღებში მიეყვანათ.
როგორც რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანების უფროსმა, ეკატერინე ხუციშვილმა ადგილობრივ მედიასთან განაცხადა, რამდენიმე ათეულმა მშობელმა ბავშვი მართლაც მიიყვანა ახლომდებარე საბავშვო ბაღში.