ბათუმში მცხოვრები 8 280 საბავშვო ბაღის აღსაზრდელი ახალ წელს სასაჩუქრე ნობათს მიიღებს. ამისთვის ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანებამ ტენდერი 17 ნოემბერს გამოაცხადა.
30 საბავშვო ბაღის აღსაზრდელის საახალწლო საჩუქარი მუნიციპალიტეტს 330 630 ლარი დაუჯდება.
თითოეული საახალწლო სასაჩუქრე ნობათი უნდა შედგებოდეს შემდეგი ტკბილეულისგან:
1) შოკოლადის ბატონი (სნიკერის მსგავსი) - 1ცალი;
2) რძიანი შოკოლადის ბატონი ქოქოსით (ბაუნტის მსგავსი) - 1 ცალი;
3) შოკოლადის ბატონი (ტვიქსის მსგავსი) - 1 ცალი;
4) შოკოლადით დაფარული ვაფლის ფილა (კიტკეტის მსგავსი) - 1 ცალი;
5) რძიანი შოკოლადი (კინდერის მსგავსი) - 1 ცალი;
6) შოკოლადი - საბავშვო კვერცხი (კინდერის მსგავსი) - 1 ცალი;
7) მიწის თხილის პასტა (ნუთელას მსგავსი) - 1 ცალი;
8) რძიანი შოკოლადი ბურთები (ემ -ენდ-ემსის მსგავსი) - 1ცალი;
9) დრაჟე რძიანი შოკოლადით (ემ -ენდ-ემსის მსგავსი) - 1 ცალი;
10) შოკოლადის ფილა - 1 ცალი;
11) ჩხირიანი კანფეტი (ჩუპა-ჩუპსის მსგავსი) - 1 ცალი;
12) ბისკვიტის ნამცხვარი (ქინდერ დელისის მსგავსი) - 1 ცალი;
13) შოკოლადის კენჭები - 200 გრ
„თითოეული საახალწლო სასაჩუქრე ნობათი მოთავსებული უნდა იყოს პოლიეთილენის პარკში, რომელიც თავის მხრივ უნდა მოთავსდეს მუყაოს მაღალი ხარისხის კოლოფში, კოლოფის ზომები უნდა იყოს ერთი საახალწლო სასაჩუქრე ნობათის მთლიანი მოცულობის პროპორციული. კოლოფის ძირი უნდა იყოს მყარი, რომელიც გაუძლებს საახალწლო სასაჩუქრე ნობათის სიმძიმეს. მუყაოს კოლოფს უნდა გააჩნდეს მუყაოს ხელმოსაკიდი. მუყაოს კოლოფი უნდა იყოს ფერადი, გაწყობილი საახალწლო განწყობის ნახატებით. მუყაოს კოლოფს უნდა გააჩნდეს მსხვილი ფერადი შრიფტით, შემდეგი წარწერები: „ბათუმის თვითმმართველობის საჩუქარი ბავშვებს“, ასევე მუყაოს პაკეტზე ასახული უნდა იყოს ბათუმის ფერადი გერბი, მისალოცი ტექსტი - „გილოცავთ შობა - ახალ წელს!“ და „2023“, - წერია სატენდერო დოკუმენტაციაში.
იხილეთ ასევე:
ხარაგაულში საახალწლო საჩუქარს 523 ბავშვი მიიღებს
რა დახვდებათ საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს საახალწლო სასაჩუქრე კალათაში