ბათუმის 32-ე საბავშვო ბაღის აღსაზრდელებმა მოირგეს ემოციების გამომხატველი ნიღბები, მოხატეს ბუშტები და სხვადასხვა მეთოდური მასალით გამოსახეს ღიმილაკები.
აქტივობის თემა „ემოციები“ გახლდათ. სოციალურ-ემოციური სფერო კი ერთ-ერთია ბავშვის განვითარების ხუთი სფეროდან, რომელზეც აგებულია თანამედროვე სკოლამდელი განათლების მეთოდოლოგია და სტანდარტი.