როგორ უმკლავდება ბავშვი გაღიზიანებას და მარცხს - პატარების მახასიათებლები, რომელიც აღმზრდელმა უნდა გაითვალისწინოს
„ბავშვის აქტიური და უახლოესი განვითარების ზონის ცოდნა მასწავლებელს საშუალებას აძლევს დაგეგმოს სხვადასხვა ტიპის აქტივობები, შეიტანოს შესაბამისი მასალა და დაეხმაროს ბავშვს შემდეგ ეტაპზე გადასვლაში. აქტივობები შერჩეული უნდა იყოს ინდივიდუალურად, ისე რომ მაქსიმალურად მოხდეს ბავშვის უახლოესი განვითარების ზონის ათვისება;
გარდა ამისა, მასწავლებელი ყოველთვის უნდა ითვალისწინებდეს ბავშვების ინდივიდუალურ თავისებურებებს - რისი კეთება უყვარს, როგორ სწავლობს უკეთესად, ნელია თუ სწრაფი, ვისთან ერთად უყვარს ყოფნა, და ა.შ. ბავშვის შესახებ ამ ინფორმაციის მოძიებისთვის საუკეთესო საშუალება და მასწავლებლის ძირითადი ინსტრუმენტი ბავშვზე დაკვირვებაა“, - წერია სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობის ზრდისა და მისი ხარისხის გაუმჯობესების მხარდაჭერის ფარგლებში შექმნი პუბლიკაციაში „ბასკო უმცროსებს- პროგრამა 3-5 წლის ბავშვებისთვის“.
ამავე პუბლიკაციაში ჩამოთვილია ბავშვის ინდივიდუალური თავისებურებები, რომელიც აღმზრდელმა პედაგოგმა სწორად უნდა აღიქვას და გაითვალისწინოს.
რა არის ბავშვის ინდივიდუალური ავისებურებები?
- ტემპერამენტი - ანუ ტემპერამენტის რომელი ტიპია წამყვანი: მელანქოლიკი, სანგვინიკი, ქოლერიკი, ფლეგმატიკი.
- განწყობა - პოზიტიურად არის განწყობილი ბავშვი თუ ნეგატიურად გარემოს მიმართ.
- სენსორული ბარიერი - რა აღიზიანებს ბავშვს: ხმაური, სუნი, ტემპერატურის ცვლილება, ტაქტილური შეგრძნებები, სხვა.
- ადაპტაციის უნარი - როგორ რეაგირებს ბავშვი ცვლილებებზე და როგორ ეგუება ახალ სიტუაციას.
- ბიოლოგიური რითმი - მაგალითად, კვების და ძილის როგორი რეჟიმი აქვს ბავშვს.
- დასწავლის სტილი - როგორ სწავლობს ბავშვი უკეთესად – მოსმენით (აუდიალური), დანახვით (ვიზუალური), თუ შეხებით და მოძრაობით (კინესტეტიკური).
- ამტანობა - როგორ უმკლავდება ბავშვი გაღიზიანებას და მარცხს, რამდენად სწრაფად იღლება სხვადასხვა საქმიანობისას.
- კონტაქტურობა - როგორ ურჩევნია თამაში – დიდ ჯგუფში, წყვილში თუ განმარტოებით.
- ინტერესები - რა აინტერესებს ბავშვს განსაკუთრებით, აქვს თუ არა გამოკვეთილი ინტერესები.
იხილეთ ასევე:
საბავშვო ბაღი ვალდებულია, გამოყოს ბავშვთა ძალადობისგან დაცვისათვის პასუხისმგებელი პირი
ბავშვი ზედმეტი ძალისხმევის გარეშე უნდა მისწვდეს საჭირო ნივთს - დოკუმენტში გაწერილი უსაფრთხო გარემოს სტანდრტები საბავშვო ბაღებისთვის