„ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ - ამ სახელწოდებით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში შემეცნებითი აქტივობები მოეწყო.
მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და საბავშო ბაღის აღსაზრდელებმა ევროკავშირის წევრი 12 ქვეყნის კულტურის, ტრადიციისა და ღირსშესანიშნაობის შესახებ სხვადასხვა აქტივობა, საცეკვაო და მუსიკალური ნომრები წარმოადგინეს.