ბათუმის საბავშო ბაღების გაერთიანება 11 3520 კგ კარტოფილს, 39 600 კგ სტაფილოს, 11 880 კგ ჭარხალს, 14 850 ხახვს, 21 120 კგ კომბოსტოს, 1320 კგ ნიორს, 8 250 კგ მწვანილს (ქინძი, ოხრახუში, ცერეცო), 6 600 კგ ყვავილოვან კომბოსტოს, 4 400 კგ ბროკოლი ბროკოლს, 1 200 კგ ბულგარულ წიწაკას და 2 070 კგ კიტრს 518 878 ლარად შეისყიდის.
ბაღების გაერთიანებამ ბოსტნეულის შესაძენად ტენდერი 16 დეკემბერს გამოაცხადა. კარტოფილი, ჭარხალი, სტაფილო და ა.შ. ბათუმში მდებარე მუნიციპალურ საბავშვო ბაღებს 2023 წლის 31 დეკემბრამდე, ეტაპობრივად უნდა მიეწოდოს. ბათუმში სულ 34 მუნიციპალური საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს.
„ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობისა და გახსნის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია საქონლის მიწოდება განახორციელოს ახალ საბავშვო ბაღებში“, - ნათქვამია სატენდერო დოკუმენტაციაში, სადაც ბოსტნეულის ტექნიკური მახასიათებლები დეტალურადაა გაწერილი.
კარტოფილი: კარტოფილის ტუბერი (ბოლქვი) - საღი, სუფთა, მშრალი, მკვრივი, ღივის გარეშე, არ უნდა იყოს ჭიანი, დამპალი (არც გარედან და არც - გული), არ უნდა იყოს მექანიკური დაზიანებების მქონე (გაჭრილი, დაჟეჟილი და სხვა), არ უნდა იყოს მოყინული და მომწვანო შეფერილობის, მიწის შემცველობა არ უნდა იყოს საერთო წონის 1%-ზე მეტი, არ უნდა იყოს ტკბილი ჯიშის (ბატატი), კარტოფილის ტუბერის დიამეტრის ზომა არანაკლებ 6 სმ, ტუბერს არ უნდა აღენიშნებოდეს სოკოვანი, ბაქტერიოლოგიური და სხვადასხვა მავნებლებისაგან მიყენებული დაზიანებები.
სტაფილო: საღი, სუფთა, მშრალი, მკვრივი, შავი წერტილების გარეშე, მოგრძო ფორმის, ღეროები დაჭრილი, სუნი, ფერი და გემო უნდა იყოს დამახასიათებელი აღნიშნული პროდუქტისათვის, არ უნდა იყოს ჭიანი, დამპალი (არც გარედან და არც - გული), არ უნდა ოყოს მექანიკური დაზიანებების მქონე (გაჭრილი, დაჟეჟილი და სხვა), არ უნდა იყოს მოყინული, მიწის შემცველობა არ უნდა იყოს საერთო წონის 1%-ზე მეტი, თითოეული ცალის სიგრძე უნდა იყოს 12-25 სმ და დიამეტრი არანაკლებ 2 სმ, თითოეულს არ უნდა აღენიშნებოდეს სოკოვანი, ბაქტერიოლოგიური და სხვადასხვა მავნებლებისაგან მიყენებული დაზიანებები.
ჭარხალი: საღი, სუფთა, მშრალი, მკვრივი, ნაკლებძარღვიანი, მრგვალი ან მოგრძო ფორმის, მუქი წითელი შეფერილობის გულით, სიცარიელისა და ლაქების გარეშე, არ უნდა იყოს ჭიანი, დამპალი (არც გარედან და არც - გული), არ უნდა იყოს მექანიკური დაზიანებების მქონე (გაჭრილი, დაჟეჟილი და სხვა), არ უნდა იყოს მოყინული, მიწის შემცველობა არ უნდა იყოს საერთო წონის 1%-ზე მეტი, თითოეული ბოლქვის წონა უნდა იყოს არანაკლებ 200 გრ, თითოეულ თავს არ უნდა აღენიშნებოდეს სოკოვანი, ბაქტერიოლოგიური და სხვადასხვა მავნებლებისაგან მიყენებული დაზიანებები
ხახვი: საღი, სუფთა, მშრალი, მკვრივი, თხელფოთლიანი, ღივის გარეშე, მრგვალი ან ოვალური ფორმის, ღეროები დაჭრილი, არ უნდა იყოს ჭიანი, დამპალი (არც გარედან და არც - გული), არ უნდა იყოს მექანიკური დაზიანებების მქონე (გაჭრილი, დაჟეჟილი და სხვა), არ უნდა იყოს მოყინული, თითოეული თავის მინიმალური დიამეტრი უნდა იყოს არანაკლებ 5 სმ-ის, თითოეულ ბოლქვს არ უნდა აღენიშნებოდეს სოკოვანი, ბაქტერიოლოგიური და სხვადასხვა მავნებლებისაგან მიყენებული დაზიანებები.
კომბოსტო: საღი, სუფთა, მშრალი, მკვრივი, თხელკანიანი, შავი წერტილების გარეშე, კარგად შეკრული თავები, მრგვალი ან ოვალური ფორმის, ღეროები დაჭრილი, არ უნდა იყოს ჭიანი, დამპალი (არც გარედან და არც - გული), არ უნდა იყოს მექანიკური დაზიანებების მქონე (გაჭრილი, დაჟეჟილი და სხვა), არ უნდა იყოს მოყინული, მიწის შემცველობის გარეშე, თითოეული თავის წონა უნდა იყოს 0.9–1.5 კგ, თითოეულ თავს არ უნდა აღენიშნებოდეს სოკოვანი, ბაქტერიოლოგიური და სხვადასხვა მავნებლებისაგან მიყენებული დაზიანებები, შეფუთვა მთლიანობის დარღვევის გარეშე.
ნიორი: საღი, სუფთა, მშრალი, მკვრივი, ღივის და ღეროს გარეშე, თხელკანიანი, მრგვალი ან ოვალური ფორმის, მსხვილი ბოლქვით და კბილებით, თეთრი-მოვარდისფრო ფერის, არ უნდა იყოს ჭიანი, დამპალი (არც გარედან და არც - გული), მექანიკური დაზიანებების მქონე (გაჭრილი, დაჟეჟილი და სხვა), არ უნდა იყოს მოყინული, უნდა იყოს მიწის შემცველობის გარეშე, თითოეული ბოლქვის მინიმალური დიამეტრი უნდა იყოს არანაკლებ 4 სმ, თითოეულ ბოლქვს არ უნდა აღენიშნებოდეს სოკოვანი, ბაქტერიოლოგიური და სხვადასხვა მავნებლებისაგან მიყენებული დაზიანებები.
მწვანილი: ქინძი, ოხრახუში, ცერეცო მწვანე შეფერილობის ფოთლებით, ახალი, საღი, მშრალი, სუფთა, ფესვების გარეშე, კონკრეტული ჯიშისათვის დამახასიათებელი სპეციფიკური სურნელებით, არ უნდა იყოს გაყვითლებული, გაყვავილებული, დამპალი, არ უნდა იყოს მექანიკური დაზიანებების მქონე, მიწის შემცველობის გარეშე, უნდა გააჩნდეს მოკლე, წვრილი ღერო, ქვედა განშტოებიდან არაუმეტეს 10 სმ, თითოეულს არ უნდა აღენიშნებოდეს სოკოვანი, ბაქტერიოლოგიური და სხვადასხვა მავნებლებისაგან მიყენებული დაზიანებები, დაფასოებული უნდა იყოს პლასტმასის ან ქაღალდის ჰაერგამტარ ყუთებში.
ყვავილოვანი კომბოსტო: თითოეული მოწოდებული პარტია უნდა იყოს საღი, სუფთა, მშრალი, მუქი წერტილებისა და ლაქების გარეშე, კარგად შეკრული თავები, ღეროები დაჭრილი, თეთრი ბოლქვით, არ უნდა იყოს ჭიანი, დამპალი (არც გარედან და არც - გული), არ უნდა იყოს მექანიკური დაზიანებების მქონე (გაჭრილი, დაჟეჟილი და სხვა); არ უნდა იყოს მოყინული, ჯიშისათვის დამახასიათებელი არანაკლებ საშუალო ზომისა, თითოეულ თავს არ უნდა აღენიშნებოდეს სოკოვანი, ბაქტერიოლოგიური და სხვადასხვა მავნებლებისაგან მიყენებული დაზიანებები. არ უნდა აღენიშნებოდეს მისთვის დამახასიათებელი დაავადებები (პითიუმი, ფუზარიოზი); შეფუთვა მთლიანობის დარღვევის გარეშე.
ბროკოლი: თითოეული მოწოდებული პარტია უნდა იყოს საღი, სუფთა, მშრალი, მუქი წერტილებისა და ლაქების გარეშე, კარგად შეკრული თავები, ღეროები დაჭრილი, არ უნდა იყოს ჭიანი, დამპალი (არც გარედან და არც - გული), არ უნდა იყოს მექანიკური დაზიანებების მქონე (გაჭრილი, დაჟეჟილი და სხვა), არ უნდა იყოს მოყინული; ჯიშისათვის დამახასიათებელი არანაკლებ საშუალო ზომისა, თითოეულ თავს არ უნდა აღენიშნებოდეს სოკოვანი, ბაქტერიოლოგიური და სხვადასხვა მავნებლებისაგან მიყენებული დაზიანებები. არ უნდა აღენიშნებოდეს მისთვის დამახასიათებელი დაავადებები;
ბულგარული წიწაკა: საღი, სუფთა, მშრალი, საშუალო სიმკვრივის, მწიფე, გარედან თეთრი ჩანართების გარეშე, არ უნდა იყოს ჭიანი, დამპალი (არც გარედან და არც - გული), არ უნდა იყოს მექანიკური დაზიანებების მქონე (გაჭრილი, დაჟეჟილი და სხვა), არ უნდა იყოს მწარე, უნდა იყოს მიწის შემცველობის გარეშე, თითოეულის მინიმალური სიგრძე არანაკლებ 8 სმ; დასაშვებია თითოეული ნაყოფის ზომის ცდომილება არაუმეტეს 20%-ისა, მაგრამ ეს არ უნდა აღემატებოდეს ყოველ მოწოდებულ პარტიაში 5%-ს, თითოეულს არ უნდა აღენიშნებოდეს სოკოვანი, ბაქტერიოლოგიური და სხვადასხვა მავნებლებისაგან მიყენებული დაზიანებები;
კიტრი: საღი, სუფთა, მშრალი, მკვრივი, გადაუმწიფებელი და შუაგულში სიცარიელის გარეშე, არ უნდა იყოს მწარე, ჭიანი, დამპალი (არც გარედან და არც - გული), არ უნდა იყოს მექანიკური დაზიანებების მქონე (გაჭრილი, დაჟეჟილი და სხვა), თითოეულს არ უნდა აღენიშნებოდეს სოკოვანი, ბაქტერიოლოგიური და სხვადასხვა მავნებლებისაგან მიყენებული დაზიანებები, არ უნდა იყოს მოყინული, უნდა იყოს მიწის შემცველობის გარეშე, თითოეულის მინიმალური დიამეტრი უნდა იყოს არანაკლებ 3 სმ და არაუმეტეს 5 სმ, ხოლო სიგრძე 14-20 სმ-მდე. დასაშვებია საერთო წონასთან შეფარდებით არაუმეტეს 20%-ისა სიგრძე იყოს 12–14 სმ;
იხილეთ ასევე:
რა დახვდებათ საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს საახალწლო სასაჩუქრე კალათაში
როგორ ხორცს ყიდულობენ საბავშვო ბაღებში კერძების დასამზადებლად