დღის თემა
etaloni.ge
გორში საბავშვო ბაღები გათბობის გარეშეა დარჩენილი
16.11.2022

გორის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების ნაწილს გათბობა არ აქვს. როგორც ადგილობრივი მედია იტყობინება, გათბობა 15 ნოემბერს უნდა ჩართულიყო, თუმცა ბაღები ისევ ბუნებრივი აირის გარეშე არიან დარჩენილი.

სკოლამდელი აღზრდის სააგენტო განმარტავს, რომ ტენდერში გამარჯვებული კომპანია, რომელიც ბაღებში გათბობის სისტემის მოწყობაზეა პასუხისმგებელი, სამუშაოების დასასრულებლად კიდევ ერთ კვირიან ვადას ითხოვს. ადგილობრივი მედიის ცნობით,  სააგენტომ ბაღებს ალტერნატივად დენის გამათბობელი შესთავაზა.

ამ დროისთვის გორის I, IV, V, VI, X, XIII, XV, XVII, შავშვების I, ვარიანის I ბაღებს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება.

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი