დღის თემა
etaloni.ge
„დედები, რომლებსაც პატარები გვყავს, უფრო ძლიერები და მოტივირებულები ვართ!“ - ახალგაზრდა ქალი სამსახურში პატარასთან ერთად მივიდა
16.11.2022

ახალგაზრდა დედა, გვანცა ბუჯიაშვილი, რომელიც რამდენიმე კომპანიაში მენეჯერად მუშაობს, სამსახურში პატარა შვილთან ერთად მივიდა.

გვანცა თვლის, რომ ქალებს ბავშვები მუშაობაში ხელს კი არ უშლიან, პირიქით, აძლიერებენ!

„ბავშვთან ერთად ვერ წავალ საქმეზე -  არაფერს დამაცდის, სირცხვილია, ვინმეს შეაწუხებს... დღეს ალექსანდრე ვერსად დავტოვე, ამიტომ შეხვედრაზე წამოვიყვანე. ასე ბევრად უფრო მშვიდად ვიყავით მეც და ისიც.

ჩვენი საზოგადოების გარკვეულ ნაწილში ჯერ კიდევ თვლიან, რომ დედებს, რომლებსაც პატარები ჰყავთ, მუშაობაში ხელი ეშლებათ ან რაიმე არ შეუძლიათ. მე კი გეტყვით, რომ ჩვენ, დედები, რომლებსაც პატარები გვყავს და თან არასოდეს ვჩერდებით, თქვენზე მეტად ძლიერები, მოტივირებულები და შესაძლებლობებით აღსავსენი ვართ!

შეწყვიტეთ, თუკი ვინმე ფიქრობთ, რომ თქვენი შვილი ვინმეს ხელს შეუშლის! რადგან თუ რომელიმე ადამიანი ასე ფიქრობს, ის არც თანამშრომლად, არც დამსაქმებლად და მითუმეტეს არც მეგობრად არ გამოდგება არასდროს.

ბავშვები ხელს არ გვიშლიან! ისინი გვაძლიერებენ! ისინი ჩვენი მომავალია, რომელთა სწორად აღზრდა და ყურადღება ყველაზე დიდი საქმეა სხვა უამრავ საქმეს შორის!

P.s მადლობა ყველა კომპანიას სადაც ვმუშაობ, რომ მათ არაჩვეულებრივ სამუშაო გარემოში  მე და ალექსანდრეს არასოდეს გვაქვს კოლაბორაციული მუშაობის პრობლემა“, - დაწერა პატარა ალექსანდრეს დედამ სოციალურ ქსელში.

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი