თელავის მე-8 საბავშვო ბაღში, ქალაქის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ჩართულობით, სახანძრო-სამაშველო სწავლება-სიმულაცია მოეწყო.
აღნიშნული სამსახურის თანამშრომლებმა ბავშვებს მიაწოდეს მოკლე ინფორმაცია, თუ როგორ უნდა მოიქცნენ საგანგებო სიტუაციებისას, დაათვალიერებინეს მეხანძრე-მაშველის სპეციალური აღჭურვილობა და მოაწყვეს ხანძრის ქრობის სიმულაცია.