თბილისის საბავშვო ბაღებში ზამთრის არდადეგები 27 დეკემბრიდან დაიწყება - ინფორმაცია etaloni.ge-ს თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში დაუდასტურეს.
ასევე ცნობილია, რომ დასვენების დღეები 14 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება, 15 იანვრიდან კი სააღმზრდელო პროცესი ჩვეულ რეჟიმში განახლდება.
რაც შეეხება სხვა მუნიციპალიტეტებს, ქვეყნის მასშტაბით საბავშვო ბაღებისთვის საახალწლო არდადეგები სხვადასხვა დროს იწყება და სრულდება - გადაწყვეტილებას, ზამთრის არდადეგების დაწყება-დასრულების თაობაზე ადგილობრივი თვითმმართველობები იღებენ.
კერძო საბავშვო ბაღებს კი შეუძლიათ, თავად განსაზღვრონ, როდიდან და რამდენი ხნით დაისვენებენ მათი აღსაზრდელები.