დღის თემა
etaloni.ge
ბაღებში ხელფასები, 10%-ის ნაცვლად, 15%-ით გაიზრდება - გადაწყვეტილება თბილისის სკოლამდელ დაწესებულებებს ეხება
10.01.2024

იანვრიდან თბილისის ყველა საჯარო ბაღის 11 188 თანამშრომელი 15%-ით მომატებულ ანაზღაურებას მიიღებს. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, შესაძლოა, დედაქალაქის ბაგა-ბაღების ინფრასტრუქტურის ბევრ ევროპულ, თანამედროვე ქალაქს შეშურდეს.

„როგორც მოგეხსენებათ, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, ყოველწლიურად, საჯარო უწყებებში დასაქმებულთა ხელფასი 10%-ით იზრდება. მუნიციპალიტეტის მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე თვიდან თბილისის ყველა საჯარო ბაღის 11 188 თანამშრომელი 15%-ით მომატებულ ანაზღაურებას მიიღებს. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვან შრომატევად და საპასუხისმგებლო საქმიანობას ეწევიან. ამ ადამიანების ხელფასი ძალიან დაბალია. 2017 წლიდან, როდესაც პირველად დედაქალაქის მოსახლეობის უმრავლესობამ აგვირჩია ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იყო არსებული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. როდესაც ბავშვებზე, შვილებზე, მომავალ თაობაზეა საუბარი აქ ყოველთვის იქნება მიმართული ძალისხმევა, რომ ნორმალური გარემოში მიიღონ განათლება“,- აღნიშნა კალაძემ.

წყარო: etaloni.ge

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი