წინასაახალწლოდ, თბილისის სააღმზრდელო დაწესებულებების თანამშრომლებისთვის ფულადი ჯილდოა განსაზღვრული, - აღნიშნული ინფორმაცია etaloni.ge-ს ბაღების სააგენტოში დაუდასტურეს.
რაც შეეხება თანხის ოდენობას, ოფიციალურ სტრუქტურაში განმარტავენ, რომ თანხა, დარიცხული ხელფასის 80 %-ს შეადგენს.
„გასათვალისწინებელია, რომ თბილისის საბავშვო ბაღების თანამშრომლები მიიღებენ ფულად ჯილდოს, ეს არ არის არც პრემია და არც მე-13 ხელფასი. თანხა კი იქნება დარიცხული ხელფასის 80%“, - აცხადებენ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტოში.